საქართველოს ჯანდაცვის ახალი მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი, რომელიც თანამდებობაზე 27 დეკემბერს წარადგინეს, მაღალანაზღაურებადი კადრი იყო წინა სამუშაო ადგილებზე. ხელფასის, ქონებისა და ოჯახური მდგომარეობის შესახებ ბოლო მონაცემები მან 2021 წლის 17 აპრილს შეავსო.
გასული წელს შევსებული დეკლარაციით, მის სახელზე იყო რეგისტრირებული 2017 წელს თბილისში ნაყიდი მიწის ნაკვეთი და მასზე აშენებული კერძო სახლი, რომლის ღირებულებადაც მითითებულია 40 ათასი დოლარი. გარდა ამისა, ბინას ფლობს მისი შვილი, მარიამ აზარაშვილი. შვილის სახელზე რეგისტრირებული (ნაჩუქარი) 133 კვ.მ ბინა თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარეობს. ამავე შვილს ეკუთვნის 2019 წელს 54 ათას ლარად შეძენილი "ტოიოტა პრადო".
2021 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ზურაბ აზარაშვილი მის წინა სამუშაო ადგილზე ბევრად მაღალ ხელფასს იღებდა, ვიდრე ახალ მიიღებს. 2020 წელს აზარაშვილმა 284 ათას ლარზე მეტი გამოიმუშავა, მის ახალ თანამდებობაზე (ჯანდაცვის მინისტრი) ამავე პერიოდში კი თანამდებობრივი სარგო 60,3 ათასი ლარი იყო.
კიდევ ერთი დეტალი, რომელიც მის დეკლარაციაში ყურადღებას იქცევს მის ძმასთან დაკავშირებული გადარიცხვებია.
ჯანდაცვის ახალ მინისტრს ახალი დეკლარაციის შევსება 2022 წლის აპრილში უწევს.