საქართველოს უმაღლესმა წარმომადგენლობითმა ორგანომ მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც უკავშირდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.
კანონპროექტში თავდაპირველი ვერსიისგან განსხვავებით შეიცვალა ჩანაწერი, რომელიც განსაზღვრავდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის გაუქმებისა და მისი შედეგების დეტალებს.
კანონპროექტის პირვანდელ ვერსიაში ეწერა, რომ 2022 წლის 1 მარტიდან ყველა თანამშრომელი გათავისუფლდებოდა დაკავებული თანამდებობებიდან.
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ითვალისწინებდა მათთვის, 3 თვის განმავლობაში, გარკვეული პირობების დაცვით, კომპენსაციის გადახდის შესაძლებლობას თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
ასევე ნახეთ ლომჯარიას თქმით, პრეზიდენტმა ვეტო უნდა დაადოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს ასევე ნახეთ ზურაბიშვილი მოითხოვს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების პროექტის დაჩქარებული განხილვის შეწყვეტას ასევე ნახეთ "უდიდესი პროტესტის, უსამართლობის განცდა მაქვს" - ინტერვიუ ლონდა თოლორაიასთანდა ასევე - საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ითვალისწინებდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის გარდამავალ პერიოდში თანამდებობებზე განწესებას.
განახლებული ვერსიის 27-ე პრიმა მუხლი კი ასე ჩამოყალიბდა:
- 2021 წლის 22 დეკემბერს თანამდებობაზე მყოფი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლები მათი წერილობითი თანხმობის საფუძველზე 2022 წლის 1 მარტიდან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მიერ დაინიშნონ მათი თანამდებობების ტოლფას თანამდებობებზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, 2021 წლის 22 დეკემბერს არსებული მათი თანამდებობრივი სარგოების შენარჩუნებით.
თუ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომელი 2022 წლის 20 თებერვლის ჩათვლით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს არ წარუდგენს წერილობით თანხმობას, მასზე 2022 წლის 1 მარტიდან არ გავრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მობილობის წესი. ასეთ პირს არ აქვს მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე/მისი სამუშაო ადგილის ტოლფას სამუშაო ადგილზე 2022 წლის 28 თებერვლის შემდეგ აღდგენის მოთხოვნის უფლება. იგი 2022 წლის 1 მარტიდან კანონის შესაბამისად შეიძლება ჩაირიცხოს მოხელეთა რეზერვში.
- 2021 წლის 22 დეკემბერს თანამდებობაზე მყოფი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის, სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტისა და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები და მრჩეველი პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებში მათი წერილობითი თანხმობის საფუძველზე 2022 წლის 1 მარტიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის მიერ დაინიშნონ მათი თანამდებობების ტოლფას თანამდებობებზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში, 2021 წლის 22 დეკემბერს არსებული მათი თანამდებობრივი სარგოების შენარჩუნებით.
თუ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რომელიმე აღნიშნული თანამშრომელი 2022 წლის 20 თებერვლის ჩათვლით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს არ წარუდგენს წერილობით თანხმობას, მასზე 2022 წლის 1 მარტიდან არ გავრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მობილობის წესი. ასეთ პირს არ აქვს მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე/მისი სამუშაო ადგილის ტოლფას სამუშაო ადგილზე 2022 წლის 28 თებერვლის შემდეგ აღდგენის მოთხოვნის უფლება. იგი 2022 წლის 1 მარტიდან კანონის შესაბამისად შეიძლება ჩაირიცხოს მოხელეთა რეზერვში.
- 2021 წლის 22 დეკემბერს თანამდებობაზე მყოფი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მონიტორინგის დეპარტამენტის, ადმინისტრაციული დეპარტამენტის, იურიდიული დეპარტამენტის, საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის, ეკონომიკური დეპარტამენტის, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტისა და გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტის) თანამშრომლები, მათ წერილობით თანხმობაში გამოხატული ნების შესაბამისად, 2022 წლის 1 მარტიდან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მიერ/პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის მიერ დაინიშნონ მათი თანამდებობების ტოლფას თანამდებობებზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში, 2021 წლის 22 დეკემბერს არსებული მათი თანამდებობრივი სარგოების შენარჩუნებით.
აქაც, თუ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რომელიმე აღნიშნული თანამშრომელი 2022 წლის 20 თებერვლის ჩათვლით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს არ წარუდგენს წერილობით თანხმობას, მასზე 2022 წლის 1 მარტიდან არ გავრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მობილობის წესი. ასეთ პირს არ აქვს მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე/მისი სამუშაო ადგილის ტოლფას სამუშაო ადგილზე 2022 წლის 28 თებერვლის შემდეგ აღდგენის მოთხოვნის უფლება. იგი 2022 წლის 1 მარტიდან კანონის შესაბამისად შეიძლება ჩაირიცხოს მოხელეთა რეზერვში.
კანონპროექტის თანახმად, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 2022 წლის 1 მარტამდე უნდა დაამტკიცონ ამ სამსახურების დებულებები, თანამშრომელთა საშტატო ნუსხები, შრომის ანაზღაურების წესები და ოდენობები და განსაზღვრონ აღნიშნული სამსახურების სტრუქტურები, სტრუქტურული ერთეულებისა და თანამშრომლების უფლებამოსილებები.
კანონპროექტი „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" დაჩქარებული წესით განიხილეს - სწორედ ეს სიჩქარე და სახელმწიფო ინსპექტორთან შეუთანხმებლად უწყების გაუქმების გადაწყვეტილება გახდა სამოქალაქო სექტორის, უცხოელი დიპლომატებისა თუ ოპოზიციის მწვავე კრიტიკის საფუძველი.
ასევე ნახეთ დიდი ჩანაცვლება - შეცვლის ეს კანონი სისტემას და არა ადამიანებს?არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ბოლო დღეების განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ეს იყო მიზანმიმართული შეტევა და პოლიტიკური ანგარიშსწორება სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას და მისი თანამშრომლების მიმართ, რომლებმაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ხელისუფლებისათვის უსიამოვნო არაერთი გადაწყვეტილება მიიღეს, მათ შორის იყო სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო მათი პასუხისმგებლობის დაყენების ფაქტებიც.
ასევე ნახეთ ლიკვიდაცია რეორგანიზაციის სახელით - რისთვის ისჯება სახელმწიფო ინსპექტორი30 დეკემბერს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" გამოაქვეყნა იმ ხარვეზების ჩამონათვალი, რომლებსაც მათი შეფასებით შეიცავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი და დაწერა, რომ:
- საკანონმდებლო პაკეტი საკითხის შესწავლის გარეშე იქნა ინიცირებული;
- მნიშვნელოვანი საკითხები კვლავ რეფორმის მიღმა დარჩა;
- სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შედეგად გამომძიებლების და სამსახურში დასაქმებული პირების თანამდებობებიდან გათავისუფლება საფრთხეს უქმნის საჯარო სამსახურის სტაბილურობას;
- კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება გაუმართლებელია;
- საკანონმდებლო პაკეტის განხილვის პროცედურა არ პასუხობს გამჭვირვალობისა და პარლამენტის ღიაობის პრინციპებს.
თავად სახელმწიფო ინსპექტორს ჯერჯერობით არ შეუფასებია კანონპროექტის ახალი ვარიანტი. წინ კიდევ ერთი მოსმენაა - საკანონმდებლო ორგანომ ახალი კანონი მესამე მოსმენითაც უნდა დაამტკიცოს.