"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონის ცვლილებების" საკანონმდებლო წინადადებაში შევა ცვლილებები და ჩაიწერება, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ფუნქციების გაყოფის შემდეგ, იქ დასაქმებული თანამშრომლები ახალ ორ უწყებაში გადანაწილდებიან. მისი თქმით, სპეკულაციებია, რომ ინსპექტორის სამსახურს "მათთან პრობლემების" გამო შლიან.
"ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია [ეს საკითხი], ამ დეპარტამენტის თანამშრომლები ინარჩუნებდნენ საკუთარ პოზიციებს. დღეს გვექნება დაყენებული კონკრეტული ინიციატივები, რის საფუძველზეც შეიქმნება საკანონმდებლო გარანტია იმისთვის, რომ ადამიანებმა შეინარჩუნონ თანამდებობები იმ ორ სამსახურში...
თანამშრომლები რჩებიან თანამდებობებზე, ლონდა თოლორაიას პრემიერი სთავაზობს ანალოგიურ თანამდებობას საჯარო სამსახურში. აქედან ჩანს ჩვენი დამოკიდებულება მთლიანად ამ უწყების თანამშრომლების მიმართ", - თქვა კობახიძემ.
ასევე ნახეთ თოლორაია: მე სამშობიაროდან კანონს ვწერდი, თქვენ გამბედაობა არ გეყოთ გეთქვათ, რომ გვაუქმებდით ასევე ნახეთ ოპოზიცია მოითხოვს შეჩერდეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების დაჩქარებულად განხილვასაქართველოს პარლამენტი დაჩქარებულად განიხილავს კანონპროექტს "სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე". კანონპროექტის პირველი მოსმენა პლენარულ სხდომაზე დღეს, 29 დეკემბერს გაიმართა. ცვლილებების პროექტის მიხედვით, უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და იქმნება ორი უწყება, რომელშიც გამიჯნული იქნება საგამოძიებო და პერსონალური მონაცემების დამუშავების საკითხი.
კანონპროექტში, რომელიც მმართველმა პარტიამ წარადგინა, აღნიშნული იყო, რომ სამსახურის გაუქმების შემდეგ, 2022 წლის 1 მარტიდან უმუშევარი რჩებოდა ყველა თანამშრომელი და მათ ეკრძალებოდათ სასამართლოში დავა.
კანონპროექტის პარლამენტში წარდგენა დროში დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას დეკრეტულ შვებულებაში ყოფნას. ის ამბობს, რომ მისი უწყების გაუქმებაზე რაიმე სახის კომუნიკაცია ხელისუფლების წარმომადგენლებთან არ ჰქონია.
ასევე ნახეთ ინსპექტორის აპარატის თანამშრომლები 1 მარტიდან არა მხოლოდ თავისუფლდებიან, სამართლებრივი დავის უფლებაც ეზღუდებათსახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების განზრახვას ლონდა თოლორაია უწყების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს უკავშირებს. იგივე პოზიცია აქვს საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილსაც.
ასევე ნახეთ სახელმწიფო ინსპექტორი: უკმაყოფილება "ქართულმა ოცნებამ" ჩვენი გაუქმების კანონპროექტად აქცია ასევე ნახეთ საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ინსპექტორის აპარატის გაუქმების კანონპროექტს ეხმიანება