„ჯანმრთელობისთვის სახიფათო“ - ასე შეაფასა კოვიპანდემიის მართვის პროცესი სახალხო დამცველმა. ომბუდსმენის აპარატმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, 2021 წლის პროცესები, მათ შორის კოვიდპანდემიის შედეგები შეაფასეს.
სახალხო დამცველის აპარატი მიიჩნევს, რომ 2021 წელს, ხელისუფლების მიდგომებმა ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას რეალური საფრთხე შეუქმნა. არაეფექტური იყო ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებული კამპანია, რეგულაციების შემოღებასა თუ მოხსნაზე კი გადაწყვეტილებებს მეცნიერული მტკიცებულებებისა და საერთაშორისო სტანდარტების გვერდისავლით იღებდნენ. ამის საუკეთესო მაგალითად სახალხო დამცველს მუდმივი მწვანე პასპორტი მოჰყავს, რომლის წინააღმდეგ ორგანიზაციამ - პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის - უკვე სააპელაციო სასამართლოშიც შეიტანა საჩივარი.
სახელმწიფო ძირითადად მართლაც ურიცხავდა კლინიკებს თანხას, მაგრამ ის ან ნაწილობრივ მიდიოდა ექთნებამდე ან საერთოდ არ მისულა.რევაზ კარანაძე
შედეგად დღეს საქართველო ერთ მილიონ მოსახლეზე, კოვიდ-19-ით გარდაცვალების შემთხვევებით მე-7 ადგილზე იმყოფება. ქვეყანაში მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 37% მდეა სრულად აცრილი. განსაკუთებით საგანგაშოა ხანდაზმულთა ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლი, იგულისხმება 60 წელს გადაცილებული ადამიანები. სახალხო დამცველის აპარატი ხაზს უსვამს, რომ დიდი ხნის განმალობაში აცრაზე რეგისტრაცია მხოლოდ ონლაინ იყო შესაძლებელი, რასაც მოხუცები ვერ ახერხებდნენ.
კოვიდპანდემიამ თითქმის ყველა სფეროზე იქონია გავლენა, გაუარესდა სწვლის ხასისხი, დასაქმების პრობლემა შეექმნათ შშმ პირების, უფრო ხშრად ირღვეოდა ქალების უფლებები, ხოლო რაც შეეხებათ ბავშვებს:
„ახალი კორონა ვირუსის პანდემიის პირობებში კიდევ უფრო გაიზარდა ბავშვთა სიღარიბე, ხოლო ქვეყანაში არსებული პროგრამები ვერ უზრუნველყოფს სიღარიბეში მცხოვრები ოჯახების გრძელვადიან მხარდაჭერას და სოციალური ფუნქციის ამაღლებას“, - წერია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამოქვეყნებულ შემაჯამებელ დოკუმენტში.
რას იწვევს ექთნების ნაკლებობა?
ახალგაზდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ 2021 წელს პანდემიის გამო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, სახელმწიფოს მიერ ამ კუთხით გატარებული ზომები კი წელსაც არაეფექტური იყო. განსაკუთრებული სირთულეების წინაშე აღმოჩნდნენ სამედიცინო სექტორში, მომსახურების სფეროსა და მძიმე ინდუსტრიაში დასაქმებული პირები, რადგან მათი შრომა ერთდროულად მძიმეცაა და დაბალანაზღაურებადიც, რასაც 2021 წელს არაერთი გაფიცვა თუ საპროტესტო აქცია მოჰყვა.
მორიგი აქცია გაიმართა დღესაც. პროფკავშირი „სოლიდარობის ქსელი“ მთავრობის კანცელარიის წინ ექთნებისთვის ღირსეულ სამუშაო პირობებს ითხოვდა. „სოლიდარობის ქსელის“ გენერალური მდივანი რევაზ კარანაძე ამბობს, რომ ექთნების ხელფასი საშუალოდ 200-500 ლარია, მათი შრომა ყოველთვის მძიმე იყო, კოვიდპანდემიის შემდეგ კი საერთოდ აუტანელი გახდა.
„ერთ ექიმზე ოთხი ექთანი უნდა მოდიოდეს, საქართველოში კი 0.8 ექთანი მოდის. პანდემიის დროს მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ექთნების ნაწილს, იმათ, ვინც კოვიდპაციენტებს ემსახურებოდა, ვინც ტესტებზე, აცრებზე მუშაობდა, დამატებითი თანხა ჩაერიცხებოდათ. სახელმწიფო ძირითადად მართლაც ურიცხავდა კლინიკებს თანხას, მაგრამ ის ან ნაწილობრივ მიდიოდა ექთნებამდე ან საერთოდ არ მისულა. ჩვენ მოვითხოვეთ, შრომის ინსპექციას კლინიკები შეემოწმებინა. მათ დაიწყეს შემოწმება, მაგრამ დასკვნები ჯერ არ დაუდვიათ“.
რევაზ კარანაძე ამბობს, რომ დღეს საქართველოში 18 ათასამდე ექთანია. 10 დეკემბრის მდგომარეობით, მხოლოდ კოვიდპაციენტებს თუ დავითვლით, სტაციონარში 6 266 დაავადებული წევს, კიდევ 1172 კი კლინიკურ სასტუმროებში იმყოფება.
„კოვიდპანდემიის დროს ექთნებს არანორმალურად დიდი რაოდენობის პაციენტების მოვლა უწევთ. სამედიცინო მანიპულაციების 80 პროცენტს ექთანი აკეთებს, ზრუნავს პაციენტის სუნთქვაზე, ჰიგიენაზე, მან უნდა შეამოწმოს პულსი, ფილტვები... “- ყვება რევაზ კარანაძე. ის არ გამორცხავს, რომ კოვიდპაციენტების სიკვდილიანობის დიდი მაჩვენებელი სწორედ კადრების ნაკლებობით იყოს გამოწვეული.
ადიდებული ენგურის ტალღებში
სახალხო დამცველის აპარატში აღნიშნავენ, რომ კოვიდ პანდემიის პირობებში ბევრი პრობლემა შეექმნათ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებლებსაც. ენგურს აქეთ გადმოსულებს 5 დღიანი სავალდებულო კარანტინი უნდა გაევლოთ, რისი დროც ბევრს არ ჰქონდა.
ასევე ნახეთ ოკუპირებულ აფხაზეთში გადაასვენეს ენგურის გადალახვისას დაღუპული ცოლ-ქმარიაფხაზეთის მაცხოვრებლები საკუთარი სიცოცხლის ფასად, სხვადასხვა შემოვლით გზით ცდოლობდნენ ენგურს გამოღმა მოხვედრას, რის გამოც არაერთი უბედური შემთხვევა მოხდა, მაგალითისთვის შეგვიძლია გავიხსენოთ 7 აპრილი, როდესაც მაშველებმა ენგურში დამხრჩვალი 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს, ისინი მდინარის გადალახვით ცდილობდნენ საქართველოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლას. ამ ტრაგედიის გამო მაშინ 10 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა.