საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის III კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 455,5 ლარს გაუტოლდა. გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით საშუალო ხელფასი გაზრდილია 149,7 ლარით. მათ შორის, ქალების ხელფასმა შეადგინა - 1 143,6 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 145,2 ლარით).
საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:
- მსხვილი ბიზნესი – 1 484,2 ლარი
- საშუალო ბიზნესი – 1 703,8 ლარი
- მცირე ბიზნესი – 1 253,7 ლარი.
საშუალო ხელფასის გაანგარიშება თვითდასაქმებულებს არ შეეხებათ. საშუალო ხელფასის კვარტალური სტატისტიკის საფუძველია 15 000 საწარმოდან მიღებული ხელფასების შესახებ ცნობებზე დამყარებული კვლევა.