რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას გადაწყვეტილებით, დასრულდა. როგორც მან განმარტა, გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანამდე, არ სურთ, რომ ხელისუფლებას შეფერხების საბაბი მისცენ. გარდა ამისა, მელია იხსენებს პარტიის განცხადებას იმის შესახებ, რომ ჰოსპიტალთან არ გაიმართება აქციები.
ასევე ნახეთ კლინიკაში სააკაშვილის გადაყვანის შემთხვევაში მის მიმდებარედ აქციები არ გაიმართება - ენმ-ის განცხადება„ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა, რომ იქ არანაირ საპროტესტო აქციას არ გავმართავთ. ვინმე თუ გამართავს, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ არის პროვოკაცია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსთაველის გამზირი იქნება ცარიელი და ქვეყნის სხვა ქალაქები“, - აღნიშნა მან.
ნიკა მელიას თქმით, ხელისუფლება აიძულეს, რომ მიხეილ სააკაშვილსი გადაყვანის გადაწყვეტილება მიეღო.
პოლიტიკოსი ააცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებამდე ბრძოლა გაგრძელდება.
„მე დავიფიცე ყველა ქალაქში, ვიარე და ვთქვი, სანამ მიხეილ სააკაშვილი ამ უკანონო პატიმრობიდან არ იქნება დახსნილი, ჩვენ ბრძოლას არ შევაჩერებთ. სანამ „ქართულ ოცნებას“ ექნება მიტაცებული სახელმწიფო, ჩვენ ბრძოლას არ შევაჩერებთ“, - აცხადებს ის.
მელია მიიჩნევს, რომ მეთოდურად შეძლებენ რეჟიმის ჩამონგრევას. „დღეს უკვე, რაც მოხდა, გვიხარია. ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი დარწმუნებულია, რომ ჩვენი მშვიდობიანი საპროტესტო აქციებით, მხოლოდ და მხოლოდ ამ ქვეყნის მომავალს ვემსახურებით და არა სხვა რამეს. დესტაბილიზაცია არ შედის ჩვენს ინტერესებში“, - აცხადებს ენმ-ის თავმჯდომარე.
ასევე ნახეთ სააკაშვილი: დავთანხმდი ჩემ მიერ აშენებულ გორის ჰოსპიტალში გავემგზავრო, ჩემ მიერვე აშენებული ავტობანითდღეს, 19 ნოემბერს, როცა სააკაშვილის შიმშილობის დაწყებიდან 50 დღეა გასული, მას იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.
ასევე ნახეთ იუსტიციის მინისტრი სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს"ეს არის ადგილი, სადაც მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალურად იქნება დაცული. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ვიცავთ არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს, არამედ სხვა ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, რომლებიც ახლა შიმშილობენ.
მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, იგი გადაყვანილი იქნება რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში. აქვე ხაზგასმით უნდა ვთქვათ, ოპონენტების მხრიდან ნებისმიერი სახის პროვოკაციის შემთხვევაში, რამაც ხელი შეიძლება შეუშალოს პატიმრის გადაყვანას და შემდგომ სამედიცინო პერსონალის მუშაობას, პატიმარი გადაყვანილი იქნება მე-18 დაწესებულებაში [გლდანში] და ნებისმიერი კანონდამრღვევი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე", - თქვა იუსტიციის მინისტრმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. დაკავების მომენტიდან მან შიმშილობა გამოაცხადა.
მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი ადვოკატები და ექიმები ითხოვდნენ, რომ სააკაშვილი ხელისუფლებას მრავალპროფილურ კლინიკაში გადაეყვანა, ხელისუფლება კი ამბობდა, რომ თუ მას რუსთავის ციხეში ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდებოდა, გადაიყვანდნენ გლდანში, პენიტენციური სამსახურის სივრცეში არსებულ კლინიკაში. ასეც მოიქცა პენიტენციური სამსახური 8 ნოემბერს, რისი წინააღმდეგიც თავად სააკაშვილი იყო.
1 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ, იმ დათქმით, რომ ეს არ იქნება გორის სამხედრო ჰოსპიტალი.
ასევე ნახეთ ხერხეულიძე: არც გორი და არცერთი სხვა ლოკაცია არ შეცვლის მის მთავარ განზრახვას