ნიკოლოზ სამხარაძე: ბოლო 3 წელში 1000-ზე მეტი პატიმარი შიმშილობდა, სად იყო ლომჯარია?

საქართველოს პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან", ნიკოლოზ სამხარაძე, თანაგუნდელების მსგავსად, საქართველოს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას აკრიტიკებს. დეპუტატის კომენტარი ომბუდსმენის შერჩევით დამოკიდებულებას შეეხებოდა.

"ამ ქვეყანაში აქამდე, ბოლო სამი წლის განმავლობაში შიმშილობდა, თუ სწორად ვიცი, 1000-ზე მეტი პატიმარი. თუ ამ 1000-ზე მეტ პატიმარს ციხის საავადმყოფოში არ ჰქონდა შესაბამისი მკურნალობის საშუალება, მაშინ სად იყო ნინო ლომჯარია ამ ხნის განმავლობაში?!. არა მგონია, რომ ყველა "ვივამედში" გადაჰყავდათ..." - თქვა დეპუტატმა სამხარაძემ.

ასევე ნახეთ კობახიძე ლომჯარიას მოსალოდნელ შესაძლო პასუხისმგებლობაზე საუბრობს

გუშინ, 17 ნოემბერს, პენიტენციურ სამსახურში გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულების ექიმმა ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ მათ კლინიკას აქვს მოშიმშილე პატიმრების მკურნალობის მრავალწლიანი გამოცდილება.

ასევე ნახეთ მე-18 დაწესებულების ექიმი ამბობს, რომ მათ მოშიმშილე პატიმრების მკურნალობის გამოცდილება აქვთ

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 1 ოქტომბრიდან პატიმრობაშია და ამ დღიდან შიმშილობს, შიმშილობის შემდეგი მკურნალობისთვის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვს. საქართველოს სახალხო დამცველმა სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით ექსპერთა ჯგუფი შეკრიბა და პენიტენციური სამსახურის სამკურნალო დაწესებულება შეისწავლა. ამ ჯგუფის მთავარი რეკომენდაციაა, სააკაშვილის დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში მკურნალობა. ჯგუფის დასკვნით, უშუალოდ პაციენტის მდგომარეობა კი კრიტიკულია.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკვე 49 დღეა შიმშილობს.