პენიტენციური: დეკანოზი მამალაძე სამოქალაქო კლინიკაში COVID-19-ის გამო მოთავსდა

„ციანიდის საქმეზე“ მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის გლდანის პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოდან სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მიზეზი COVID-19-ია, აცხადებს სპეციალური პენიტენციური სამსახური.

„მიმდინარე წლის 13 ნოემბერს COVID-19-ის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდა (რესპირატორული სიმპტომები, ტემპერატურის უმნიშვნელო მატება). მსჯავრდებულს ჩივილებიდან გამომდინარე ჩაუტარდა PCR ტესტირება და მას კოვიდ-19 დაუდასტურდა“.

ოფიციალური ინფორმაციით, მამალაძის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა შემდგომი დაკვირვების მიზნით, კლინიკა „ვივამედში“ მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს და მას პატრიარქის მდივან - რეფერატის, შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის მომზადების მცდელობა დასდეს ბრალად. „ციანიდის საქმეში“ მკვლელობის მომზადების მცდელობისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ოჯახის ინფორმაციით, დეკანოზს პარალიზებული აქვს მარჯვენა ზედა და ქვედა კიდურები და ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას.

ასევე ნახეთ დეკანოზის არშეწყალების ამბავი და გაგრძელება
ასევე ნახეთ პრეზიდენტმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა
ასევე ნახეთ თორნიკე მამალაძე: საპატრიარქოს ბრალია ჩემი ძმის ცუდად ყოფნა
ასევე ნახეთ პატრიარქის 9 ნაბიჯი, რომელმაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია
ასევე ნახეთ რას იტყვის ან ვერ იტყვის დეკანოზი მამალაძე?