"გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" წევრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო პერფორმანსი მოაწყვეს. მათი თქმით, "სტამბოლიდან ჩამოყვანილმა მჩხიბავმა სტელამ" უწყებას ჯადო გაუკეთა, რომლის მოხსნაც მხოლოდ მას შეუძლია და ამას იმ შემთხვევაში გააკეთებს, თუკი წინასწარი დაკავების იზოლატორებიდან დღესვე გაათავისუფლებენ პარტიის ყველა იმ წევრს, რომლებიც საპროტესტო აქციებისას დააკავა პოლიციამ გასული დღეების განმავლობაში.
"მჩხიბავი სტელა" შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სანთლითა და ქათმის ფეხებით იყო მისული და რიტუალური ბუტბუტის შემდეგ ქათმის უწყების შესასვლელ კარის მიმართულებს ისროდა.
"ქ.ნ-ი სტელა სტამბოლიდან ჩამოვიყვანეთ და პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებით დავაგეგმინეთ ჯადო. იგი მეოთხე თაობის მჩხივაბია და მსოფლიოს საუკეთესო მჩხიბავთა 27-ეულში შედის.
ჩვენი მოთხოვნა არის “გირჩი-მეტი თავისუფლების” პოლიტიკოსების გათავისუფლება, რომებიც უკანონოდ დააკავეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯადოს არ მოვხსნით" - ეწერა პარტიის წინასწარ გავრცელებულ ინფორმაციაში. "ჯადოს გაკეთების" შემდეგ სტელას კომენტარი არ გაუკეთებია, ვინაიდან ის, პარტიის წევრების თქმით, ამგვარი რიტუალების შემდეგ, ორი საათის განმავლობაში დუმს ხოლმე.
ასევე ნახეთ ტორესა მოსი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს"გირჩის" 10 წევრი 12 ნოემბრის აქციაზე დააკავეს, როცა ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესასვლელებს ავტომობილებში მსხდომები ბლოკავდნენ. დაკავებულთან ერთ-ერთი, იმედა კლდიაშვილი გამოშვების მოთხოვნით შიმშილობს.
კიდევ ერთი დაკავებული, ტორესა მოსი დღეს თელავის სასამართლომ პროცესის შემდეგ გაათავისუფლა. გორის საქალაქო სასამართლომ გაათავისუფლა ბადრი გრიგალაშვილი და ზურა ხომერიკი. ამ დროისთვის დაკავების იზოლატორებში რჩება გირჩის 6 წევრი.
ასევე ნახეთ ვერც წყალს დალევ, ვერც დარეკავ, ვერც ხელბორკილს მოიხსნი - როგორ ექცევა პოლიცია აქციებზე დაკავებულებს