იუსტიციის მინისტრი ევროპარლამენტარს პასუხობს: რატომ არ შეუშვეს ანა ფოტიგა მიხეილ სააკაშვილის სანახავად 

რატი ბრეგაძე, საქართველოს იუსტიციის მინისტრი

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას წერილს პასუხობს, რომლითაც ფოტიგამ მოითხოვა პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მონახულება მე-18 სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში.

წერილი სრულად წაიკითხეთ აქ

ევროპარლამენტარმა მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტი 10 ნოემბერს ითხოვა, უარყოფითი პასუხი კი 13 ნოემბერს მიიღო.

რატი ბრეგაძე წერილში განმარტავს, რომ სააკაშვილი მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლების დღიდან სარგებლობს ყველა უფლებით, რომლითაც საქართველოს კანონმდებლობით უზრუნველყოფილია ყველა მსჯავრდებული/ბრალდებული. მათ შორის, რომ მასთან განხორციელდა 201 ვიზიტი.

მიხეილ სააკაშვილის დაწესებულებაში მიწოდებული მკურნალობის მნიშვნელოვანი ნაწილის მიღებაზე უარის გამო კი 2021 წლის 8 ნოემბერს იგი გადაიყვანეს მე-18 პენიტენციურ სამკურნალო დაწესებულებაში - "მისი ჯანმრთელობისთვის რისკების მინიმიზაციისა და შესაძლო გართულებების პრევენციის მიზნით".

"სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც კვლავ უარს ამბობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო მომსახურების მიღებაზე, ასევე, მისი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახურის ვალდებულების გათვალისწინებით, მასთან დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული ვიზიტორები".

მინისტრმა ევროპარლამენტარს ასევე მოსთხოვა, განემარტა, რატომ ხმარობს ტერმინს "პოლიტიკური პატიმარი".

"თქვენს წერილში ახსენებთ წარსულში თქვენს ვიზიტებს „პოლიტიკური პატიმრების“ მოსანახულებლად. მადლობელნი ვიქნებით, თუ განმარტავთ, რას გულისხმობთ ამ ტერმინში, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს თუ სხვა რომელიმე ავტორიტეტულ ინსტიტუტს ასეთად არ მიუჩნევია არ/ცერთი პატიმარი საქართველოში", - ნათქვამია რატი ბრეგაძის წერილში.

ანა ფოტიგამ 13 ნოემბერს დილით, საკუთარი ტვიტერის გვერდზე დაწერა:

"უარი მითხრეს მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულებაზე. ვწუხვარ, რომ საქართველოს მთავრობას არ გააჩნია კეთილი ნება და არ არის გამჭვირვალე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ სიტუაციის მოგვარების შანსი ჯერ კიდევ არსებობს. საქართველოს მთავრობას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე".

ევროპარლამენტარისთვის ნათქვამ უარს ადგილობრივ ოპოზიციასთან ერთად საერთაშორისო გამოხმაურებებიც მოჰყვა

ვროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ დაწერამ რომ, ეს არის "საქართველოს მთავრობის საზიზღარი ქმედება, ევროპარლამენტარი ანა ფოტიგასთვის და ლიტვის პარლამენტის დელეგაციისთვის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხეში შეხვედრის შესაძლებლობაზე უარის თქმა . ქართულ ოცნებას დეესკალაცია არ სურს."

"ევროპელი და ლიეტუველი პარლამენტარები: კონსერვატორი ანა ფოტიგა, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარე ლიბერალი რაიმუნდას ლოპატა და სოციალ-დემოკრატი ვილია თარგამაძე ციხეში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად არ შეუშვეს", - ამის შესახებ ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჟიგიმანტას პავილიონისმა დაწერა და იკითხა: "ეს ევროპაში ხდება?"

ასევე ნახეთ სამადაშვილი: ეს არის ხელისუფლება, რომელიც ფაქტობრივად ზურგს აქცევს ევროკავშირს და ჩვენს მეგობრებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ამჟამად უკრაინის მოქალაქე, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს დააკავეს, ის ამ დროიდან შიმშილობს. პენიტენციურმა სამსახურმა მის ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოტივით, მისი ნების საწინააღმდეგოდ, 8 ნოემბერს ყოფილი პრეზიდენტი რუსთავიდან გლდანში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა და გადაყვანის ამსახველი კადრები 11 ნოემბერს გაავრცელა.

ᲐᲡᲔᲕᲔ ᲜᲐᲮᲔᲗ

"წამიყვანეთ უკან რუსთავის ციხეში!" - პენიტენციური სააკაშვილის ახალ ვიდეოს ავრცელებს

სტრასბურგის სასამართლოს მიერ სააკაშვილის საქმეზე დროებითი ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, სააკაშვილი აცხადებს, რომ მზად არის შეწყვიტოს შიმშილობა, თუ მის მიერ წამოყენებული პირობები შესრულდება. მისი პირობა მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანაა, დათქმით, რომ ეს არ იქნება გორის სამხედრო ჰოსპიტალი.