ევროკავშირი ბელარუსის ლიდერს, ალიაქსანდრ ლუკაშენკას, ადანაშაულებს ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან მიგრანტების ჩამოყვანასა და ევროკავშირის ქვეყნების - ლიეტუვის, ლატვიისა და პოლონეთის - საზღვართან მათ გადაყვანაში, რაც წარმოადგენს მინსკის მხრიდან შურისძიებას იმ სანქციებისთვის, რომელიც ევროკავშირმა ბელარუსის რეჟიმს დაუწესა 2020 წლის 9 აგვისტოს შემდგომ დაწყებული აქციების ძალის გამოყენებით დაშლისა და მასშტაბური რეპრესიების გამო.
ასევე ნახეთ პოლონეთი საზღვარს კეტავს ბელარუსთან მიგრანტთა მხრიდან სასაზღვრო ბარიერების გარღვევის მცდელობის გამომაგრამ ევროკავშირი არ აპირებს შეეგუოს ბლოკის საზღვარზე შექმნილ ვითარებას და ლუკაშენკას მხრიდან მიგრანტებით შანტაჟის მცდელობას. „ბელარუსმა თავი უნდა დაანებოს ადამიანების სიცოცხლით ვაჭრობას“, - განაცხადა ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურზულა ფონ დერ ლაიენმა, რომელმაც მოკავშირე ქვეყნებს ბელარუსის ხელისუფლების მიმართ სანქციების გაღრმავებისკენ მოუწოდა.
ლუკაშენკას „განგსტერული“ ტაქტიკა
პოლონეთმა ბელარუსს თავის აღმოსავლეთ საზღვარზე „თავდასხმაში“ დასდო ბრალი, იმ ფონზე, როცა ევროკავშირის შეფასებით, მინსკი „განგსტერულ“ ტაქტიკას მიმართავს მიგრანტებთან დაკავშირებულ, სულ უფრო მწვავე კრიზისში,
ასევე ნახეთ მიგრანტებთან დაკავშირებული კრიზისის ფონზე, პოლონეთი ბელარუსს საზღვარზე "თავდასხმაში" სდებს ბრალს- რის გამოც ასობით მიგრანტი ღია ცის ქვეშ, სიცივეშია დარჩენილი, ბლოკის აღმოსავლეთ საზღვარზე.
„სიტუაცია ძალიან მძიმეა და მის პროვოცირებას, როგორც ჩანს, ბელარუსის ხელისუფლება ახდენს. ბელარუსი ხსნის ძალიან ბევრ ავიარეისს ისეთ ეგზოტიკურ ქვეყნებთან, როგორიცაა ერაყი, სირია და თურქეთი. და ამ ქვეყნებში ტურისტული სააგენტოები და საკონსულოები არალეგალური ემიგრაციისკენ უბიძგებენ ადამიანებს, ისინი ტურისტული ვიზებით ჩამოდიან ბელარუსში და შემდეგ მიეშურებიან საზღვრისკენ. და რაღაც მანქანებით ახერხებენ გადასვლას ძირითადად პოლონეთისა და ლიეტუვის ტერიტორიაზე, რომელთანაც საზღვარი ჯერ კიდევ გამჭვირვალეა. თანაც ბევრი მიგრანტი ამბობს, რომ მათი მიზანი გერმანიაა. მათ სურთ არა პოლონეთსა და ლიეტუვაში დარჩენა, არამედ გერმანიაში ფეხის მოკიდება. საუბარია დაახლოებით 10 ათას ადამიანზე, რომლებმაც სხვადასხვა გზით მოახერხეს საზღვრის გადალახვა. ბელარუსის ხელისუფლება კი დასავლეთის სახელმწიფოებს ეუბნება, თუ გინდათ, რომ პრობლემა მოგვარდეს, ჯერ ჩვენთან მოლაპარაკებები დაიწყეთ და გვაღიარეთო. ერთი სიტყვით, აშანტაჟებს მათ: აი, თქვენ ჩვენ წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები შემოიღეთ, მაგრამ იცოდეთ, ჩვენც გვაქვს რაღაც ისეთი, რითაც ტკივილის მოყენება შეგვიძლია“, - ამბობს იური დრაკახრუსტი, რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის საერთაშორისო მიმომხილველი.
პოლონეთის მთავრობამ 8 ნოემბერს ტვიტერში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც ჩანს, თუ როგორ ცდილობენ ადამიანები ბარებითა და რკინის მჭრელი მაკრატლების გამოყენებით მავთულხლართიანი სასაზღვრო ღობის გარღვევას.
პოლონეთის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის, პიოტრ მულერის თანახმად, პოლონეთის საზღვართან დაბანაკებულია დაახლოებით 4000 მიგრანტი და კიდევ 1000 ადამიანი მზადაა, მათ გზას დაადგეს.
ასევე ნახეთ ბელარუსიდან მომავალი ათასობით მიგრანტი კრიზისს უქადის პოლონეთსრას უპირისპირებს ბრიუსელი ლუკაშენკას „ჰიბრიდულ თავდასხმას“?
ბოლო თვეებში პოლონეთში და, ასევე, ლიეტუვასა და ლატვიაში ბელარუსიდან უკანონოდ შესვლა სცადა ათასობით მიგრანტმა ახლო აღმოსავლეთიდან, სამხრეთ აზიიდან და აფრიკიდან. ევროკავშირი ბელარუსის ავტორიტარ ლიდერს, ალიაქსანდრ ლუკაშენკას ადანაშაულებს მიგრანტების მოზღვავების განზრახ ორგანიზებაში, როგორც შურისძიებისა ბრიუსელზე, მისთვის სანქციების დაწესების გამო.
ევროკავშირმა ლუკაშენკას რეჟიმს სანქციები დაუწესა პოლიტიკური ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ განხორციელებული რეპრესიების პასუხად, რაც მოჰყვა შარშან 9 აგვისტოს ჩატარებულ, კამათის საგნად ქცეულ საპრეზიდენტო არჩევნებს.
„ეს არის ნაწილი ლუკაშენკას რეჟიმის არაჰუმანური და, რეალურად, განგსტერული სტილის მიდგომისა“, - უთხრა ევროპული კომისიის პრესმდივანმა, პეტერ სტანომ ჟურნალისტებს 9 ნოემბერს.
„ბელარუსის რეჟიმი უპრეცედენტო ფორმით ესხმის თავს პოლონეთის საზღვარს და ევროკავშირს“, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ ვარშავაში 9 ნოემბერს.
ასევე ნახეთ ბელარუსის წინააღმდეგ ევროკავშირის ელჩებმა სანქციების ახალი პაკეტი დაამტკიცეს„ლუკაშენკა ამ ადამიანებს იყენებს, როგორც გარკვეულ იარაღს. ამასთან, თუ ბოლო დრომდე ისინი, ძირითადად, ერთგვარ ხვრელებს ეძებდნენ საზღვარზე გადასასვლელად, ახლა უკვე პირდაპირ მიდიან გარღვევაზე, როგორც ეს იყო 2015 წელს საბერძნეთსა და ბალკანეთში. მაგრამ ამ მიგრანტთა კრიზისის ძირითადი თავისებურება ისაა, რომ იგი მნიშვნელოვანწილად ხელოვნურია. უფრო ზუსტად, ბელარუსის ხელისუფლება სხვადასხვა მეთოდით უწყობს ხელს იმას, რომ იმიგრანტებმა თავიანთი სურვილების რეალიზება მოახერხონ“, - ამბობს დრაკახრუსტი.
პოლონეთის მთავრობამ შეხლა-შემოხლის და ახალი ინციდენტების თავიდან არიდების მიზნით, ჩაკეტა ბელარუსის საზღვართან არსებული გასასვლელები, ხოლო ლიეტუვის ხელისუფლებამ მესაზღვრეების დასახმარებლად დამატებითი სამხედრო ძალები გადაისროლა.
გარდა ამისა, ლიეტუვა და პოლონეთი აპირებენ ბელარუსის საზღვარზე დამცავი კედლის აშენებას.
ბელარუსის საზღვარზე საიმიგრაციო კრიზისის გამწვავებასთან დაკავშირებით, ევროკავშირის თავმჯდომარემ, ურზულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის წევრებს ბელარუსის ხელისუფლების მიმართ ეკონომიკური სანქციების გაღრმავებისკენ მოუწოდა.
სწორედ ბელარუსის ხელისუფლებაა პასუხისმგებელი ასეთ „ჰიბრიდულ თავდასხმაზე“, - განაცხადა ევროკომისიის თავმჯდომარემ 8 ნოემბერს. გარდა ამისა, ბრიუსელი შეისწავლის ჯარიმების გამოყენებას იმ „მესამე ავიაკომპანიების მიმართ, რომლებიც ადამიანების ვაჭრობით არიან დაკავებული“, - განაცხადა ურზულა ფონ დერ ლაიენმა.