ცესკომ თბილისში უბნების 70 პროცენტი დათვალა. ამ მონაცემებით, "ქართული ოცნების" კანდიდატი კახა კალაძე ლიდერობს და მისი კონკურენტი "ნაციონალური მოძრაობიდან" ნიკა მელია კი მარცხდება.
ამ დროის [01:14] მონაცემები ასეთია:
- კახა კალაძე - 55,78%;
- ნიკა მელია - 44,22.
30 ოქტომბერს საქართველოს 20 ქალაქში, მათ შორის ხუთივე თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ცესკო ახლა მონაცემებს ითვლის, გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, თითქმის ყველა ქალაქს "ქართული ოცნების" კანდიდატები იგებენ.
ასევე ნახეთ გიგი უგულავა ამბობს, რომ ფოთში არჩევნები გაყალბდა