საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ასახელებს მიზეზს, რის გამო ეუბნებიან საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე უარს. მისი თქმით, სააკაშვილის გეგმის ნაწილია პროვოკაციების მოწყობა და ამის გამოსარიცხად მას საჭიროების შემთხვევაში გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ. ამ საკითხზე მან "იმედის" ეთერში ისაუბრა.
"სრული პასუხისმგებლობით მინდა ჩვენს მოსახლეობას ვუთხრა, ერთადერთი გეგმა რაც შემუშავებული აქვთ, რომ რამენაირად, შიმშილობაც მაგიტომ არის ორგანიზებული, თავის მოკლე ჭკუით დალაგებული აქვს, რომ ჩვენ მას გადავიყვანდით კერძო კლინიკაში... გეგმა არის, რომ რამდენიმე ათასი ადამიანის მობილიზაციას შეძლებენ და ჩვენ მოგვიწევდა მუდმივი ქაოსი და ჯაჯგური და პოლიციას მოუწევდა ძალის გამოყენებას და აქაც ვუბრუნდები პირველ სცენარს [პოლიტიკოსების მოკვლა], იგივე სცენარია ერთი-ერთში", - თქვა ღარიბაშვილმა.
ასევე ნახეთ ღარიბაშვილის თქმით, არ იყო გამორიცხული, რომ 2 ოქტომბერს ოპოზიციის აქციაზე გვარამია მოეკლათსააკაშვილის კონტექსტში საუბრის დროს მან თქვა, რომ ადამიანს თვითმკვლელობა სურს, ამის უფლება აქვს და ამაში სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ვერ იქნება.
"ჩვენ ამ კაცის ჭკუაზე, რა თქმა უნდა, არ ვივლით და არასოდეს გაივლის ქვეყანა. ის ალბათ გვისმენს და მან უნდა გააცნობიეროს, რომ ის იქნება დიდხანს ციხეში... ფინალი არ ვიცი რა შეიძლება იყოს, ადამიანი თუ თავის ჯანმრთელობას იზიანებს, უფრო მეტი, კანონში წერია, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება. ადამიანი თუ გადაწყვეტს, რომ თავი მოიკლას, შეუძლია მოიკლას, ამაზე სახელმწიფო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას", - თქვა ღარიბაშვილმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე ცნეს დამნაშავედ, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. ის სამართალდამცავებმა 1 ოქტომბერს დააკავეს და ამ დროიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი. სასამართლოს ჩანიშვნის მოთხოვნით მან შიმშილობა დაკავების დღესვე გამოაცხადა.
შიმშილობის გამო მისი მდგომარეობა მძიმდება. სახალხო დამცველი ამბობს, რომ ის სამედიცინო ტექნიკა, რომელიც აუცილებელია მასზე დასაკვირვებლად გლდანის ციხის კლინიკაში არ არის. სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გავრამია ამბობს, რომ "მილევად რეჟიმში" მყოფი ციხის საავადმყოს გადაიარაღება საგანგებოდ სააკაშვილის მისაღებად დაიწყეს.
ასევე ნახეთ გვარამიას თქმით, ციხის საავადმყოფო "გამოშიგნულია" და სპეციალისტები არ ჰყავთ