ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას და თქვა, რომ მას არ ესმის, რას ნიშნავს, რა არის სახელმწიფო, არ ესმის რას ნიშნავს არჩევნები და დემოკრატია და ზოგადად საქართველოს მოსახლეობის ინტერესი.
ხატია დეკანოიძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი თავისი პოზიციით აანონსებს, რომ ოპოზიციური კანდიდატების გამარჯვების შემთხვევაში ხალხს „დაჩაგრავს".
„საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირდაპირ აშანტაჟებს საქართველოს მოსახლეობას და ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციური კანდიდატები მეორე ტურებში გაიმარჯვებენ (რა თქმა უნდა, ეს ასე მოხდება და ამაზე ეტყობათ, რამდენად აქვთ სახე დაკარგული), მაშინ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება შანტაჟით საბოტაჟს გამოუცხადებს საკუთარ მოსახლეობას, რაც არის გაცხდეული დანაშაული საკუთარი მოსახლეობის მიმართ და რაც არის გამოცხადებული დანაშაულის ქრონიკა, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირდაპირ უარყოფს თვითმმართველობის პრინციპს, პირდაპირ უარყოფს დემოკრატიის მთავარ პრინციპს და პირდაპირ უარყოფს იმას, რომ საქართველოში არჩევნების გზით მათ არ აქვთ ინტერესი, საქართველოს მოსახლოებამ გამოხატოს საკუთარი ნება“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ სპეციალურ ბრიფინგზე.
მისი სიტყვებით, ღარიბაშვილი ამბობს, რომ თუ არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატები გაიმარჯვებენ, მათ დაჩაგრავენ.
"ლელოს" ლიდერის მამუკა ხაზარაძის თქმით, პრემიერის განცხადება მიუთითებს, რომ "მან არ იცის კანონი, კონსტიტუცია და თვითმმართველობის მნიშვნელობა".
ირაკლი ღარიბაშვილმა სენაკში ყოფნისას მედიასთან საუბარში "ქართული ოცნების" კანდიდატის უპირატესობებზე საუბრისას, თქვა, რომ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში სენაკის მერობის ოპოზიციური კანდიდატის კობა ნაყოფიას გამარჯვების შემთხვევაში, ის ხელისუფლების გარეშე "ნაბიჯს ვერ გადადგამს", ნაყოფიას "არანაირი პერსპექტივა არ აქვს", რადგან ცენტრალური ხელისუფლება მათ ხელშია,
"რა უნდა გააკეთოს კობა ნაყოფიამ?! მით უმეტეს ხელისუფლება ჩვენია, ცენტრალური მთავრობა ჩვენია, ჩვენ გარეშე ნაბიჯს ვერ გადადგამს, თეორიულად ვიძახი, რომც არჩეულიყო", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი კობა ნაყოფიაზე: სახლიც კი არ აქვს სენაკში და მერობაზე აცხადებს პრეტენზიასსენაკში, ისევე როგორც საქართველოს კიდევ 19 მუნიციპალიტეტში, მერის ასარჩევად მეორე ტური იმართება. პირველ ტურში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა ვახტანგ გადელიამ 40,3 პროცენტი მიიღო, მისმა კონკურენტმა "ნაციონალური მოძრაობიდან" კობა ნაყოფიამ კი - 42,4 პროცენტი.
ასევე ნახეთ ნაყოფია ღარიბაშვილს პასუხობს: ადარდებს, რომ დამარცხების შემდეგ ვერ შეძლებენ ფულის კეთებას