რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში 14 ოქტომბერს გაჩენილმა ხანძარმა ორი პატიმარი იმსხვერპლა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს, რომლის დაქვემდებარებაშიც პენიტენციური დაწესებულებებია.
ამ ეტაპზე უცნობია გარდაცვალების ზუსტი მიზეზი - ეს იყო დაკვამლიანება თუ ხანძრით მიყენებული დამწვრობა. იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურში ამბობენ, რომ გარდაცვალების შესახებ ოჯახის წევრებს უკვე შეატყობინეს.
რადიო თავისუფლება ცდილობს დეტალების დაზუსტებას.
რუსთავის #17 დაწესებულების სამზარეულოში ხანძარი დაახლოებით, 14:20 საათზე გაჩნდა. უწყება აღნიშნავდა, რომ სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობდა. გვიან საღამოს პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელი დაწესებულებასთან შეკრებილ პატიმრების ოჯახის წევრებთან მივიდა და უთხრა, რომ ერთი პატიმარმა "კვამლი ჩაისუნთქა" და კლინიკაშია გადაყვანილი.
ასევე ნახეთ რუსთავის ციხეში ერთი მსჯავრდებული დაშავდა ხანძრის შედეგადსპეციალური პენიტენციური სამსახური ასევე განმარტავდა, რომ #17 დაწესებულება რუსთავში მდებარე სხვა პენიტენციური დაწესებულებებიდან (5, 6, 12, 16) მოშორებით მდებარეობს და, შესაბამისად, ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობდა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება.