პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში, სადაც საზეიმო წირვა მიმდინარეობდა, წირვის დასრულებამდე 20 წუთით ადრე მივიდა და ეკლესიაში შეკრებილ მრევლს სიტყვით მიმართა. ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ქართველი ერი დედა-ეკლესიამ გადაარჩინა. პრემიერი ამბობს, რომ დღეს საქართველოს მეტი ერთიანობა, სიყვარული და სიმშვიდე სჭირდება.
„ქართველი ერი გადაარჩინა სარწმუნოებამ და დედა ეკლესიამ, ამიტომაც არის, რომ ქართველი ხალხი გამოირჩევა უნიკალური ერთგულებით უფლისადმი, ჩვენი სარწმუნოებისადმი, ეკლესიისადმი. ბუნებრივია, ძალიან ბევრი განსაცდელი გამოვიარეთ, ჩვენმა ხალხმა გამოიარა. დღესაც გავდივართ ძალიან ბევრ განსაცდელს, მაგრამ უფლის რწმენითა და დახმარებით, ჩვენ ყველა განსაცდელს დავძლევთ და ქვეყანა გავა სამშვიდობოს. ჩვენო ძვირფასო საზოგადოებავ, დღეს ქვეყანას სჭირდება მეტი ერთიანობა, მეტი სიყვარული, მეტი სიმშვიდე. მადლობა ღმერთს, ყველაფერმა კარგად ჩაიარა ამ ბოლო დროს და ჩვენ გვჯერა, გვაქვს მომავლის ღრმა რწმენა და იმედი. იმედი იმისა, რომ საქართველო გაერთიანდება, ჩვენი ერი გაერთიანდება და ჩვენი ქვეყანა გაიმარჯვებს. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ასევე ნახეთ პრემიერ-მინისტრი მიხეილ სააკაშვილზე: მე აღარ მინდა, პატიმარზე ვილაპარაკო ამდენი