საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ამჟამად რუსთავის საპატიმროში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნდა მისი წერილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისადმი.
სააკაშვილი წერს, რომ მასზე ძალიან იმოქმედა ზელენსკის სიტყვებმა და მაღალი კლასის ნამდვილი სახელმწიფო მოღვაწის გამოხმაურებამ საქართველოში მის უკანონოდ დაკავებაზე ფალსიფიცირებული ბრალებებით, რასაც რუსეთის გარდა, მსოფლიოში არავინ აღიარებს:
„სიცოცხლეზე მეტად მიყვარს ჩემი საქართველო, მაგრამ ძალიან მიყვარს უკრაინაც, ჩემი მეორე სამშობლო, სადაც ცხოვრების ბევრი წელი გავატარე და სადაც მყავს ოჯახი და მეგობრები და მაქვს მოქალაქეობა, რომელსაც ძალიან ვაფასებ".
სააკაშვილის თანახმად, მთელი ცხოვრება იამაყებს იმით, რომ ჰქონდა შესაძლებლობა, მოკრძალებული წვლილი შეეტანა ზელენსკის მიერ წარმოებულ, ისტორიულ ცვლილებებსა და რეფორმებში:
„იმის გამო, რომ ფაქტობრივად, პუტინის პირადი ტუსაღი ვარ, ძალიან მაღალ შეფასებას ვაძლევ თქვენს პრინციპულ პოზიციას უკრაინის, მთელი რეგიონის და იმპერიის ყველა ტუსაღის დასაცავად".
ასევე ნახეთ უკრაინაში თუ საქართველოში? - სად იქნება მიხეილ სააკაშვილი მომდევნო წლებშისაქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. 1 ოქტომბერს დილიდან, "ქართული ოცნების" ლიდერები და შსს აცხადებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია და საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს, საღამოს კი, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ სააკაშვილი დაკავებულია. მოგვიანებით, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ შსს საგანგებოდ არ ავრცელებდა რეალურ ინფორმაციას, რათა ხელი არ შეშლოდა მიხეილ სააკაშვილის დაკავების ოპერაციას.
ასევე ნახეთ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის კონსულმა მოინახულაექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ იძებნებოდა. მას ქართული სასამართლოს მიერ დაუსწრებლად აქვს მისჯილი პატიმრობა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. 2018 წელს, ორივე საქმეზე სააკაშვილი დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მიესაჯა 6 წლით, ხოლო სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე - 3 წლით. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე.
საქართველოში სააკაშვილის დაპატიმრების შემდეგ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის, როგორც უკრაინის პრეზიდენტი უფლებამოსილების ფარგლებში დაკავებულია თანამოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებით და ეს ეხება მიხეილ სააკაშვილსაც.