ფეისბუკის მამხილებელი: "კომპანია უპირატესობას მოგებას ანიჭებს და არა უსაფრთხოებას"

ფრენსის ჰაუგენი

მამხილებელმა, რომელმაც ადრე საჯარო გახადა ფეისბუკის დოკუმენტები იმის დასამტკიცებლად, რომ ამ სოციალური ქსელის პროდუქტი სიძულვილს აღვივებს და ზიანს აყენებს ბავშვების ფსიქიკურ ჯანმრთელობას და ამის შესახებ ფეისბუში იციან, 3 ოქტომბერს ტელეინტერვიუში ღიად დაადანაშაულა კომპანია, რომ ის უსაფრთხოებაზე წინ მოგებას აყენებს. ფეისბუკმა კრიტიკა უარყო.

37 წლის ფრენსის ჰაუგენმა, მონაცემთა ანალიზის სპეციალისტმა, რომელიც Google-სა და Pinterest-ში მუშაობდა ადრე, ფეისბუკი გააკრიტიკა CBS-ის ახალი ამბების შოუში, „60 წუთში“.

კრიტიკულ მხილებას დაემთხვა 4 ოქტომბერს Facebook-ის და მისი აპლიკაციებისა და პროდუქტების , Instagram-ისა და WhatsApp-ის გლობალური გათიშვა, რაც მრავალ მილიონ მომხმარებელს შეეხო.

ჰაუგენი მოუწოდებს , რომ კომპანიამ მიმართოს შინაარსის რეგულირებას.

"ფეიუსბუკმა არაერთხელ აჩვენა, რომ მოგებას აყენებს უსაფრთხოებაზე წინ... ფეისბუკის ვერსია, რომელიც დღეს არსებობს, ანადგურებს ჩვენს საზოგადოებებს და იწვევს ეთნიკურ ძალადობას მთელს მსოფლიოში“ - ამბობს ჰაუგენი და მიაჩნია, რომ კომპანიამ რეგულაციები უნდა გაამკაცროს.

ჰაუგენი აცხადებს, რომ კომპანიის მიერ შერჩეული ალგორითმის სისტემა არასწორი ინფორმაციის და საფრთხის შემცველი კონტენტის სწრაფ გავრცელებას უწყობს ხელს, რითაც კომპანია მომხმარებელს იზიდავს და სოციალური მედიის პლატფორმაზე მათ მიერ გატარებულ დროს ზრდის.

ჰაუგენის თქმით, 2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, კომპანიამ ამ ალგორითმის საფრთხე გააცნობიერა და მის შესამცირებლად უსაფრთხოების სისტემები აამუშავა.

მაგრამ, „არჩევნების დასრულებისთანავე, მათ უსაფრთხოების სისტემა გამორთეს და კვლავ ძველი პარამეტრები დააბრუნეს. ეს ჩემთვის დემოკრატიის ღალატს ნიშნავს“ - თქვა მან.

ჰაუგენს, სატელევიზიო ინტერვიუს დროს, პირდაპირი პარალელი არ გაუვლია ფეისბუკის პოლიტიკასა და 6 იანვარს, კაპიტოლიუმზე განხორციელებლ თავდასხმას შორის, მაგრამ თქვა, რომ თავდამსხმელებმა, ძალადობის ორგანიზებისთვის, სოციალური მედიის გიგანტი გამოიყენეს.

ფეისბუკმა ამ მინიშნებას სიცილის მომგვრელი უწოდა. კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი პოლიტიკისა და გლობალურ საკითხებში, ნიკ კლეგი უარყოფს ბრალდებას, რომ პლატფორმა მოზარდებისთვის მავნებელია.

„ვფიქრობ, იმის მტკიცება, რომ 6 იანვრის მოვლენები, სოციალური მედიის ქმედებებით აიხსნას, უბრალოდ სასაცილოა“ - აცხადებს ნიკ კლეგი და ამბობს, რომ აჯანყებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ადამიანებს, „ვინც იძალადა და წაახალისა მოძალადეები, მათ შორის პრეზიდენტ ტრამპს“.

როცა ფეისბუკის წარმომადგენელი, ანტიგონი დევისი CNBC-ის ცოცხალ ეთერში თავისი კომპანიის პოლიტიკას იცავდა იმ კვლევის ბრალდებების საპასუხოდ, რომელიც მიიჩნევს რომ Instagram-ი მავნებელია ახალგაზრდებისთვის, მისი სოციალური ქსელი გაითიშა.

ფეისბუკის კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელმა, ენდი სტოუნმა Twitter-ით განაცხადა, რომ იციან, მომხმარებლებს პრობლემები შეექმნათ, მაგრამ მუშაობენ და რაც შეიძლება სწრაფად აღადგინონ სისტემის ფუნქციონირება. სტოუნმა ბოდიში მოიხადა დისკომფორტისთვის.