შსს-მ დააპატიმრა პირი, რომლის სახლშიც მიხეილ სააკაშვილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა პირი, რომელის სახლშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე ითქვა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო - ამ მუხლით დანაშაულის დაფარვისთვის პასუხისმგებაა გათვალისწინებული. კერძოდ, ეს დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

1 ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, რომელიც საქართველოს სასამართლომ გაასამართლა, ფეისბუკზე დაწერა, რომ ის საქართველოშია.

ასევე ნახეთ შსს სააკაშვილზე: უკრაინულ მხარესთან გვქონდა კომუნიკაცია, მას უკრაინის საზღვარი არ დაუტოვებია

შინაგან საქმეთა სამინისტრო დღის პირველ ნახევარში, საგანგებო ბრიფინგზე აცხადებდა, რომ "მიხეილ სააკაშვილს არ გადმოუკვეთავს საქართველოს საზღვარი და არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია“. საღამოს კი, ასევე საგანგებო ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია და დაკავებულია.

ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი: მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია