ბათუმში საია-ს დამკვირვებელს საარჩევნო უბანთან უცნობი პირები დაუპირისპირდნენ

თემურ ირემაძე

ბათუმის 79-ე ოლქის 103-ე და 44-ე საარჩევნო უბნების პერიმეტრზე "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის"(საია) დამკვირვებლებსა და უცნობ პირებს შორის დაპირისპირება მოხდა. როგორც საია-ს დამკვირვებელმა, თემურ ირემაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, უბნის პერიმეტრზე შენიშნა საეჭვო პირები, დაინტერესდა მათი ვინაობით და პასუხის ნაცვლად მათგან აგრესია მიიღო:

"გადავწვიტე საეჭვო ფაქტის გადამოწმება, ჩავრთე ტელეფონზე ვიდეოგადაღების რეჟიმი, ვიღებდი ამ ფაქტს და როცა მივდიოდი კითხვის დასასმელად, უცნობმა პირმა ხელიდან გამომგლიჯა ტელეფონი და მითხრა, რომ თავ-ყბას დამინგრევდა და ამის [ვიდეოგადაღების] უფლება არ მქონდა".

დამკვირვებელმა პოლიცია გამოიძახა. თემურ ირემაძის თქმით, საეჭვო პირებს ჰქონდათ სიები და დაპირისპირების შემდეგ, იქვე მდგარ მიკროავტობუსში ჩასხდნენ.

ამავე უბანზე, საია-ს დამკვირვებელთან დაკავშირებულ ინციდენტამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე, გარე პერიმეტრზე მყოფი პირები დაემუქრნენ რადიო თავისუფლების ჟურნალისტსაც. მისი ინფორმაციით, ბათუმის არაერთ საარჩევნო უბანთან თვალშისაცემია არაუფლებამოსილი პირების შეკრება, მათი ნაწილი ავტომობილებში იმყოფება.

მოქალაქე, რომელიც რადიო თავისუფლების ჟურნალისტს დაუპირისპირდა საარჩევნო უბანზე

ასევე ნახეთ ლაგოდეხის ერთ-ერთი საარჩევნო უბნის კაბინაში ერთდროულად 2-2 პირი იმყოფებოდა
ასევე ნახეთ ენმ: ქუთაისში "ქართული ოცნების" აგიტატორი უბანზე სიით იმყოფება და მოქალაქეებს ურეკავს
ასევე ნახეთ ლაგოდეხის ერთი უბანი დაგვიანებით გაიხსნა, კიდევ ერთზე დაგვიანება არ დასტურდება