ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ეკა ხერხეულიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაკავებამდე 4 დღით ადრე შემოვიდა და არა მხოლოდ ბათუმში, ქუთაისშიც იმყოფებოდა. ხერხეულიძის თქმით, მანამ სანამ თავად მიხეილ სააკაშვილი დაწერდა ფეისბუქის პირად გვერდზე, რომ საქართველოში იმყოფებოდა, წინა დღეს, 30 სექტემბერს თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთანაც იმყოფებოდა - მთავრობამ კი მისი საქართველოში ყოფნის შესახებ არაფერი იცოდა და დღეს დღის განმავლობაში უკრაინაში ეძებდნენ მას.
"ხელისუფლებამ დღეს აჩვენა უსახურობა, უსუსურობა, ადამიანს ეძებდნენ საზღვრებს გარეთ, ამტკიცებდნენ რომ აქ არ იყო. ჩვენ ვეუბნებოდით, რომ ის აქ იყო და ბოლოს, მათდა გასაოცრად დააკავეს თბილისში" - უთხრა ეკა ხერხეულიძემ ნაციონალური მოძრაობის ოფისთან შეკრებილ ჟურნალისტებს.
ასევე ნახეთ გიული ალასანია სააკაშვილის დაკავებაზე: „2 დღეა აღარ მინახავს“მიხეილ სააკაშვილმა პოსტი იმის შესახებ, რომ საქართველოში იმყოფებოდა, 1 ოქტომბერს, დილის 8 საათზე გამოაქვეყნა ფეისბუკის პირად გვერდზე. მალევე მან დადო ვიდეო, სადაც ამბობდა, რომ ბათუმში იმყოფება.
ასევე ნახეთ მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, სააკაშვილი უკრაინაში, კურორტ ტრუსკავეცშიამმართველი პარტიის წევრები მთელი დღის განმავლობაში უარყოფნენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სააკაშვილი საქართველოში იყო და ამტკიცებდნენ იმასაც, რომ ის უკრაინაში, ერთ-ერთ კურორტზე იმყოფებოდა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები კი მომხრეებს მობილიზაციისკენ მოუწოდებდნენ და ამბობდნენ, რომ 3 ოქტომბერს გამარჯვების ზეიმს გამართავდნენ რუსთაველის გამზირზე.
ასევე ნახეთ უგულავა "ქართულ ოცნებას:" ერთმა კაცმა აბუჩად აგიგდოთ თქვენი ღმერთის, ბიძინაობის დღეს