მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას თქმით, ექს-პრეზიდენტის გეგმების შესახებ არაფერი იცოდა. ამის შესახებ მან კიევში, თვითმფრინავის ბორტზე TV Pirveli-ის ჟურნალისტს უთხრა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი „2 დღეა აღარ უნახავს“, და არც იცოდა, რომ იგი საქართველოში იმყოფებოდა.
„არავითარი ინფორმაციას არ მქონია, დღეს დილით გავიგე“ - განაცხადა მან.
27 სექტემბერს სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე კიევი-თბილისის ორკაციანი ავიაბილეთ გამოაქვეყნა და დააანონსა, რომ 2 ოქტომბერს საღამოს, დედამისთან ერთად ჩამოვიდოდა.
1 ოქტომბერს დილით, სააკაშვილმა ფეისბუკზე დაწერა, რომ საქართველოში იმყოფება და ცოტა ხანში ვიდეო-მიმართვა გამოაქვეყნა, მისი თქმით, ბათუმიდან.
მთელი დღის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებდნენ, რომ ძებნილ ექსპრეზიდენტს ქვეყნის საზღვარი არ გადმოუკვეთავს. ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა კი თქვა, რომ სააკაშვილი „რამდენიმე დღეა“, საქართველოში იმყოფება.
საღამოს 8 საათზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილი დაკავებულია და გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში.