საქართველოს მესამე პრეზიდენტის „ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე ქვეყნდება აუდიო, რომელიც მან დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე ჩაწერა.
„მე შეიძლება დამაკავონ ახლა, მაგრამ ვიცოდეთ, რომ ბოლომდე ვიბრძვით. ხვალ ვიკრიბებით ყველა. ძალიან ბევრი ხალხი გამოვდივართ ქუჩაში. ვიგებთ ბოლომდე ამ არჩევნებს", - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია და გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში.
ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი: მიხეილ სააკაშვილი დაკავებულიადღეს დილით, 1 ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, რომელიც საქართველოს სასამართლომ გაასამართლა, ფეისბუკზე დაწერა, რომ ის საქართველოშია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს ინფორმაცია უარყო.