მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილს დაკავების შესახებ განცხადების შემდეგ, „ქართული ოცნების" დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიულოცა „ბიძინაობა".
„მე მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს არის 1 ოქტომბერი და ბიძინაობა. მე დღეს არ მქონია შესაძლებლობა, ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის მიმელოცა დღევანდელი დღე და ისტორიული გამარჯვება, 1 ოქტომბერი. ცხრა წელი გავიდა 1 ოქტომბრის გამარჯვებიდან, რომელიც ჩვენმა დამფუძნებელმა ჩვენს ქართველ ხალხთან ერთად მოიპოვა.
ვულოცავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს დღევანდელ დღეს, 1 ოქტომბერს და ჩვენს ქართველ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას და სტაბილურ განვითარებას", - თქვა ღარიბაშვილმა.
ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი: მიხეილ სააკაშვილი დაკავებულიაპრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია და გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში.
დღეს დილით, 1 ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, რომელიც საქართველოს სასამართლომ გაასამართლა, ფეისბუკზე დაწერა, რომ ის საქართველოშია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს ინფორმაცია უარყო.