პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან" გივი მიქანაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ დაბრუნებულა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქპოსტების ნახვის შემდეგ უთხრა.
"რომ ნახავთ, მერე ვილაპარაკოთ... არ მაქვს ინფორმაცია... რატომ ავრცელებთ არასწორ ინფორმაციას! დამიმტკიცეთ, რომ საქართველოშია! ყველაფერი შეიძლება, რომ გააკეთო... მორიგი კლოუნადაა. არ მცალია. [საქართველოში რომ არის] ეს თქვენი ვერსიაა... რეაგირება იქნება ძალიან მარტივი - მყისიერი დაკავება და პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა... საქართველოში არ არის", - თქვა მიქანაძემ.
ასევე ნახეთ სააკაშვილი ავრცელებს ვიდეოს და აცხადებს, რომ ბათუმშიადღეს დილით, 1 ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, რომელიც საქართველოს სასამართლომ გაასამართლა, ფეისბუკზე დაწერა, რომ ის საქართველოშია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს ინფორმაცია უარყო.
რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ კიევი-თბილისის ავიარეისის ბილეთი შეიძინა და საქართველოში 2 ოქტომბერს, ღამით დაბრუნდება.