ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას „ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
„სანამ მედიაციის ახალ რაუნდზე დავიწყებთ საუბარს, იქნებ დაასრულოთ პირველი მედიაცია, საიდანაც ივანიშვილი გავიდა. რაც შეეხება ჩემს გადაწყვეტილებას, როგორც არაერთხელ აღვნიშნე, ხმის მიცემის დასრულებამდე არ ვგეგმავ ფიზიკურად გამოჩენას, თუმცა, ვფიქრობ, მოუწოდო ვინმეს, არ დაბრუნდეს თავის ქვეყანაში, სულ მცირე, ამორალურია", - წერს მიხეილ სააკაშვილი.
ვიოლა ფონ კრამონი მიიჩნევს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლა არჩევნების დღეს დაძაბულობას გაზრდის და ქვეყანას კიდევ ერთ, არასაჭირო პოლიტიკურ კრიზისს მოუტანს.
„ასეთ პოლიტიკურ გარემოში, ბატონი სააკაშვილის განზრახვა, დაბრუნდეს საქართველოში არჩევნების დღეს, არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს", - აღნიშნავს ევროპარლამენტარი.
ასევე ნახეთ სააკაშვილის დაბრუნება არჩევნების დღეს კიდევ ერთ არასაჭირო კრიზისს შექმნის - ვიოლა ფონ კრამონიმიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე კვირის წინ თქვა, რომ საქართველოში დაბრუნებას თვითმმართველობის არჩევნებისთვის გეგმავდა. 27 სექტემბერს, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, მან გამოაქვეყნა ავიაბილეთების ფოტოები, სადაც ეწერა, რომ კიევი-თბილისის მიმართულებით ფრენა 2 ოქტომბერსაა დანიშნული.