საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ და მისმა თანამშრომლებმა რამდენიმე დღის წინ კახეთში იქეიფეს, რის ამსახველ ფოტოებსაც თავად ცენტრის თანამშრომლებიც იღებდნენ. ინფორმაცია "სტუდია მონიტორმა" გაავრცელა.
ფოტოებში ჩანს, რომ ერთ მაგიდასთან 10-მდე ადამიანი ზის, ცენტრის ხელმძღვანელი კი ღვინოს ე.წ. განსხვავებული სასმისით - კრამიტით სვამს.
გავრცელებული ფოტოსურათები რომ რამდენიმე დღის წინ, 25 სექტემბერს არის გადაღებული, ეს ინფორმაცია დაადასტურა ცენტრის პრესსამსახურმა. "სტუდია მონიტორი" ამბობს, რომ დარღვეული იყო რეგულაციები, კერძოდ, სკამის საზურგეებს შორის დისტანცია.
ასევე ნახეთ NCDC-ის პიარ-მენეჯერმა შვილის ჯვრისწერა, შეზღუდვის მიუხედავად, წვეულებით აღნიშნასაკოორდინაციო საბჭოს დადგენილი რეგულაციებით, რომლის წევრიც ამირან გამყრელიძეც არის, კორონავირუსის შეჩერების მიზნით, აკრძალულია სოციალური ღონისძიებების გამართვა, მათ შორის, ქორწილისა და ქელეხის. ამ რეგულაციის დარღვევისთვის რესტორანი, სადაც ღონისძიება იმართება, დაჯარიმდება 10 ათასი ლარით.
ასევე ნახეთ „მერე რა?“ - ღარიბაშვილის პასუხი ხალხმრავალ სუფრაზე დასწრებაზემოქმედი რეგულაციების მიხედვით, ღია სივრცეში:
- მაგიდებს შორის დისტანცია უნდა იყოს 2 მეტრი, ან უნდა იყოს დამცავი ბარიერი;
- სკამის საზურგეებს შორის მანძილი უნდა იყოს მინიმუმ 1 მეტრი;
- ერთ მაგიდასთან შესაძლებელია 12 ადამიანის დაჯდომა.
"მოვინახულეთ ღვინის ძველი ქართული ტრადიციით დამზადების მუზეუმი-მარანი და ვისადილეთ ღია სივრცეში შესაბამისი რეგულაციების დაცვით. ყველა გახლავართ სრულად აცრილები. მარანმა გადაიღო რამოდენიმე სამახსოვრო ფოტო", - უთხრეს რადიო თავისუფლებას დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.
ასევე ნახეთ გამყრელიძე და გაბუნია პრემიერ-მინისტრის მიერ ხალხმრავალ სუფრაზე დასწრების ფაქტის შეფასებაზე უარს ამბობენიმის მიუხედავად, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი რეგულაციების დაცვაზე საუბრობს, ფოტოები, რომლებზეც ხალხმრავალი შეკრებაა გადაღებული, რესტორანმა, სადაც ღონისძიება გაიმართა, Facebook-დან წაშალა.