რატომ დაიტბორა ბათუმი?
Your browser doesn’t support HTML5
22 სექტემბერს ბათუმში ძლიერი წვიმის დროს ათეულობით ქუჩა დაიტბორა. წყალდიდობამ დააზარალა 100-ზე მეტი ოჯახი. დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, მაღაზიები და ავტომობილები. ბათუმის მერია ქალაქის დატბორვას სტიქიურ წვიმას უკავშირებს. დაზარალებული ბათუმელების ნაწილი კი ამბობს, რომ წყალდიდობა მას შემდეგ გახშირდა, რაც რამდენიმე წლის წინ ქუჩებზე გზა დააგეს და სანიაღვრე სისტემა შეცვალეს.