საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა 15 სექტემბერს ქარელში მომხდარ ინცინდენტს რა დროსაც „მთავარი არხის“ ოპერატორი ლევან აბლოთია დაშავდა. მედიასთან საუბარში ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშან, რომ სიმშვიდეა საჭირო მოსალოდნელი პროვოკაციების პირობებში.
„მაქსიმალურად ფრთხილად უნდა მოვიქცეთ, ვინაიდან ვიცით, რომ ძალიან მძიმე პროვოკატორებთან გვაქვს საქმე, რომლებიც ყველაფერზე მიდიან და ყველაფერს გააკეთებენ, რომ რამენაირად ეს მშვიდი საარჩევნო გარემო და პროცესი დააზიანონ“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე ვინ არის პროვოკატორი - „მთავარი არხის“ ოპერატორი, ლევან აბლოთია, რომელიც გადააგდეს?- ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ არ იცის, ეს უნდა დადგინდეს.
„ამის კადრები უნდა ვნახოთ ჩვენ, უნდა დამტკიცდეს, მე ნამდვილად არ მინახავს. მე გეტყვით, რომ რა თქმა უნდა ჩემთვის არის მიუღებელი პროვოკაციული მივარდნებით, ძალადობაც მიღებლია ჩემთვის, რა თქმა უნდა. ეს პროვოკაციული შეკითხცებიც მიუღებელია, მაგრამ ჩვენ ყველა უნდა შევთანხმდეთ, ყველამ ერთად უნდა ვუპატრონოთ ჩვენს ყვეყანას და ყველამ უნდა დავამშვიდოთ, დავაწყნაროთ, არჩევნები მშვიდად ჩავატაროთ და შემდეგი სამი წელი უნდა იყოს აღშენებლობის და პროგრესის წლები“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მედია არის აბსოლუტურად თავისუფალი „14 დღეში შეგიძალით, რომ გახსნათ ტელევიზია და ამის მაგალითი ხართ თქვენ „მთავარი არხი“,- მიმართა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურალისტს, რომელიც მას ეკითხებოდა, როგორ უნდა დამშვდდნენ, ქარელის ინციდინეტის და 5 ივლისის მოვლენების შემდეგ, რა დროსაც მედიის 53 წარმოამდგენელი დაშავდა.
15 სექტემბერს ქარელში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, „მთავარი არხის“ ოპერატორი ლევან აბლოთია დაშავდა. დღეს „ქართული ოცნების“ ოფისში ამ თემასთან დაკავშირებულ მორიგ ბრიფინგზე, პარტიის წევრმა მამუკა მდინარაძემ, პარტიის ქარელის ოფისის გარე პერიმეტრზე გამონტაჟებული კამერით გადაღებული კადრები აჩენა.
მდინარაძის თქმით კადრებში ჩანს, რომ ინციდენტის შემდეგ ოპერატორი უგონო მდგომარეობაში არ იმყოფება .
„ჩვენი შტაბის წინ ქარელში არის კამერა, რომელმაც გადაიღო გარკვეული ეპიზოდი. [ნიკა] გვარამიამ გუშინ რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ოპერატორი გადმოვარდნის შემდეგ იყო უგონო მდგომარეობაში. ასევე ის ამბობდა, რომ როდესაც სასწრაფოში რეკავდა ბექა ყორშია, ოპერატორი მაშინაც უგონოდ იყო. კადრში ხედავთ ოპერატორს, რომელიც გადაადგილდება კამერასთან ერთად, შემდეგ ჯდება, კუთხის კადრია ამ რაკურსით გადაიღო იმ კამერამ,, რომელიც ჩვნი შტაბის წინ არის დამონტაჟებული და არანაირ უგონო მდგომარეობასთან აქ არ გვაქვს საქმე. ეს არის კიდევ ერთი ტყუილის მხილება იმისთვის, რომ მოხდეს მანიპულაცია, მოატყუოს [ნიკა] გვარამიმა საზოგაოდებას, რომ თითქოს ოპერატორი იყო უგონო მდგომარებაში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, „ნიკა გვარამიას და მისი ტელევიზიის მოწყობილი გუშინდელი შოუ შეიცავდა როგორც დეზინფორმაციას, ასევე ზიზღის ენასა და მანიპულაციას.“
მამუკა მდინარაძემ „მთავარ არხს“ მიუწოდა წარმოადგინოს ინცინდენტის ამსახველი ვიდეო ჩააწერენი.
„დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი კადრები არსებობს, რადგან კამერა იღებდა იმ მომენტშიც, რა დროსაც მოაჯირს წამოედო ოპერატორი“ მამუკა მდინარაძე ეჭვი ეპარება, მტავარი არხის განცადების სისწორეში, რომ. კამერა დაზიანდა კადრები ჩაწერილი არ არის.
"მთავარი არხის" ჟურნალისტის ბექა ყორშიას თქმით, მან გუშინ გამოკითხვისასაც განაცხდა, რომ ოპერატორი რამდენიმე წამით იყო უგონო მდგომარეობაში და მალე მოვიდა გონს.
ნამდვილია ეს კადრები და ამას არავინ უარყოფს. უბრალოდ ამით მანიუპაცია არის სიგიჟე და რატომ, გამოკითხვის ოქმიც, ნებისმიერი სინქრონშიც სადაც მე კომენტარს ვაძლევ ტელევიზიას შეუძლაით ნახონ, რომ, 3-3 წამის, ან რამდენიმე წამის განმავლობაში ლევან აბლოთია იყო გათიშული. შემდეგ ფეხზე წამოვაყენე და გადავიყვანე ასფალტის მიჯნაზე, სადაც ჩამოვსხედით და ამ დროს ზუსტად ვურეკავდი სასწრაფოს. იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ არ გვაქვს ეს კადრები, იმიტომ, რომ გვეჯაჯგურებოდნენ და ვიყავით გაწევ-გამოწევში, გაითშა კამერა თუ რა მოხდა მაგასაც ზუსტად ვერ ვიტყვი, კადრი არ გავქვს როგორ ვარდება ლევან აბლოთა მოაჯირიდან“,- ამბობს ბექა ყორშია „მთავარ არხთან“
ის დარწმუენებულია, რომ „ქართული ოცნების“ ქარელის შტაბის წარმომადგელებს ექნებათ ლევან აბლოთიას გადავარდნის ამსახველი კადრები, უბრალოდ ამის წარმოჩენა არ სურთ.
„ვითხოვ რომ აჩენონ ლევან აბლოთიას მიწაზე დანარჩების კადრი. ის ნაწილი აჩენეს სადაც ლევან აბლოთა თავისი ფეხით ძლივს დგება, ხელში უჭირავს კამერა და მე ვრეკავ სასწრაფოში, მერე უკვე დგომაც კი ვეღარ შეძლო. ძალიან ცუდად ვარო და ამით ცდილობენ მანიპულაციას, მდინარაძე ყველაფრის მკადრებელია“,- ამბობს ბექა ყორშია.
მთავარი არხის" ცნობით, მათი ოპერატორი ლევან აბლოთია, რომელიც ჟურნალისტ ბექა ყორშიასთან ერთად ქარელის მერობის კანდიდატზე, ზაზა გულიაშვილზე, სიუჟეტს ამზადებდა, 15 სექტემბერს „ქართული ოცნების" ქარელის ოფისის მეორე სართულის აივნიდან გადმოაგდეს. თავად კანდიდატმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ოპერატორი კი არ გადააგდეს, არამედ თავად გადავარდა კიბის მოაჯირიდან და არა აივნიდან.
„მთავარი არხის“ ოპერატორი, ლევან აბლოთია ინციდენტის შემდეგ ჩატარებული გამოკვლევების შემდეგ საავადმყოფოდან ბინაში გაწერეს. მან თქვა, რომ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, გადააგდეს.
ასევე ნახეთ „მთავარი არხის“ ოპერატორი: გადმომაგდეს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობითიტუაცია ლევან აბლოთიას თანახმად, დაიძაბა მაშინ, როდესაც აივანზე "სტენდაპს" წერდნენ.
“მთავარი არხის“ ოპერატორი, ლევან აბლოთია, რომელიც ქარელის "ევექსის" კლინიკიდან თბილისის, „ნიუ ჰოსპიტალში“ გადმოყვანის შემდეგ დამატებითი კვლევები ჩაუტარდა, სახლში 16 სექტემბერს გაწერეს. ექიმის ცნობით, თავის ტვინის და ძვლოვანი სისტემის დაზიანება დადგენილი არ იქნა და პაციენტის მდგომარეობა კლინიკდან გაწერის კრიტერიუმებს შეესაბამებოდა:
„პირველი რიგის კვლევებით, ასევე მაღალტექნოლოგიური კვლევებით არის დადგენილი მხოლოდ და მხოლოდ ზედაპირული ტრამვები. რაიმე შინაგანი ორგანოების დაზიანება, თავის ტვინის ან ძვლოვანი სისტემის დაზიანება დადგენილი არ იქნა. გულმკერდის ზედაპირული ტრამვაა და არის სახსრების დაჭიმვა. რეკომენდაცია არის წოლითი რეჟიმი“, - აღნიშნა ექიმმა მედიასთან.
ასევე ნახეთ მდინარაძის თქმით, ფიზიკური შეხება ოპერატორსა და შტაბის წარმომადგენელს შორის არ ყოფილა"მთავარი არხი“ მანამდე იუწყებოდა, რომ "ქართული ოცნების" შტაბში მომხდარი თავდასხმის შედეგად, ლევან აბლოთიას მოტეხილი აქვს მენჯ-ბარძაყი და ნეკნი, დაზიანებული აქვს ხელი და აღენიშნება დაბეჟილობები. ლევან აბლოთია მკურნალობას ბინაში გააგრძელებს.
ასევე ნახეთ „მთავარი არხის" ოპერატორის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო