„მთავარი არხის“ ოპერატორი, ლევან აბლოთია, რომელიც 15 სექტემბერს ქარელში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ჩატარებული გამოკვლევების შემდეგ საავადმყოფოდან ბინაში გაწერეს, მედიასთან ამბობს, რომ იგი „ქართული ოცნების“ ქარელის ოფისის მეორე სართულიდან გადააგდეს.
"გამოვარდა, დაახლოებით, არ მახსოვს 4 თუ 5 ადამიანი, ზოგი უკნიდან კამერის წართმევას ცდილობდა, ზოგი წინიდან და ვარიდებდი თავს, როგორც ხდება ხოლმე წესით და უკან-უკან მივდიოდი იმიტომ, რომ მინდოდა, რომ დისტანცია მქონოდა, აგრესორ ადამიანსა და ჩემს შორის დისტანცია მინდოდა ყოფილიყო, რა დროსაც მოაჯირი ყოფილა უკან და აი ამ ამ ჭიდაობასა და ხელის კვრაში, წონასწორობა დავკარგე და გადავვარდი. უბრალოდ თავს ვიცავდი, მაგრამ ვერ დავიცავი ბოლომდე თავი და მოხდა ის რაც მოხდა, გადმომაგდეს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით", - აცხადებს მთავარი არხის ოპერატორი მედიასთან კომენტარში.
ჟურნალისტებთან ლევან აბლოთიამ თქვა, რომ მსგავსი ძალადობა, რაც ქარელში 15 სექტემბერს მისი და ჟურნალისტ ბექა ყორშიას წინააღმდეგ გამოიჩინეს, არსად უნახავს:
"სად არ გვიმუშავია ჟურნალისტებს, ოპერატორებს, სად რა არ გაგვიშუქებია ცხელი წერტილებიდან, მაგრამ მსგავსი აგრესია და ძალადობა ადამიანის მიმართ, სრულად უცხო ადამიანებისგან არსად არ მინახავს. ალბათ არსად არ მინახავს, მაგრამ მაგრამ ერთი ვიცი, რომ ამათი ხელიდან ადამიანი მკვდარია, დაუფიქრებლად", - ამბობს ლევან აბლოთია.
მისი განმარტებით, "ქართული ოცნების" ოფისიდან ჟურნალისტი ბექა ყორშია ძალით გაიყვანეს და ოფისი შემდეგ თავადაც დატოვა, რის შემდეგაც "ქართული ოცნების წევრებ" ოფისში ჩაიკეტნენ. სიტუაცია ლევან აბლოთიას თანახმად, დაიძაბა მაშინ, როდესაც აივანზე "სტენდაპს" წერდნენ.
ასევე ნახეთ „მთავარი არხის" ცნობით, მათი ოპერატორი „ოცნების" ქარელის ოფისის მე-2 სართულიდან გადმოაგდეს“მთავარი არხის“ ოპერატორი, ლევან აბლოთია, რომელიც ქარელის "ევექსის" კლინიკიდან თბილისის, „ნიუ ჰოსპიტალში“ გადმოყვანის შემდეგ დამატებითი კვლევები ჩაუტარდა, სახლში 16 სექტემბერს გაწერეს. ექიმის ცნობით, თავის ტვინის და ძვლოვანი სისტემის დაზიანება დადგენილი არ იქნა და პაციენტის მდგომარეობა კლინიკდან გაწერის კრიტერიუმებს შეესაბამებოდა:
„პირველი რიგის კვლევებით, ასევე მაღალტექნოლოგიური კვლევებით არის დადგენილი მხოლოდ და მხოლოდ ზედაპირული ტრამვები. რაიმე შინაგანი ორგანოების დაზიანება, თავის ტვინის ან ძვლოვანი სისტემის დაზიანება დადგენილი არ იქნა. გულმკერდის ზედაპირული ტრამვაა და არის სახსრების დაჭიმვა. რეკომენდაცია არის წოლითი რეჟიმი“, - აღნიშნა ექიმმა მედიასთან.
"მთავარი არხი“ მანამდე იუწყებოდა, რომ "ქართული ოცნების" შტაბში მომხდარი თავდასხმის შედეგად, ლევან აბლოთიას მოტეხილი აქვს მენჯ-ბარძაყი და ნეკნი, დაზიანებული აქვს ხელი და აღენიშნება დაბეჟილობები. ლევან აბლოთია მკურნალობას ბინაში გააგრძელებს.
„მთავარი არხის" ცნობით, მათი ოპერატორი ლევან აბლოთია, რომელიც ჟურნალისტ ბექა ყორშიასთან ერთად ქარელის მერობის კანდიდატზე, ზაზა გულიაშვილზე, სიუჟეტს ამზადებდა, 15 სექტემბერს „ქართული ოცნების" ქარელის ოფისის მეორე სართულის აივნიდან გადმოაგდეს. თავად კანდიდატმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ოპერატორი კი არ გადააგდეს, არამედ თავად გადავარდა კიბის მოაჯირიდან და არა აივნიდან.
ასევე ნახეთ „ოცნების" ქარელის მერობის კანდიდატის თქმით, „მთავარი არხის" ოპერატორი თავად გადავარდაიგივე ვერსია განავითარა „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ. მან მომხდარი ფაქტის კომენტირებისას თქვა, რომ „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ბექა ყორშია ცდილობდა პროვოკაციის მოწყობას. დეპუტატის განცხადებით, ეს არ ყოფილა სიმაღლიდან ვარდნა.
ასევე ნახეთ მდინარაძის თქმით, ფიზიკური შეხება ოპერატორსა და შტაბის წარმომადგენელს შორის არ ყოფილათავად ბექა ყორშიამ „მთავარი არხის“ ეთერში აბლოთიასთან დაკავშირებული ინციდენტი შემდეგნაირად ახსნა: „მოაჯირთან მიგვიმწყვდიეს და ორმა მათგანმა ხელი ჰკრა ლევანს და გადმოაგდო. დაენარცხა ძირს. მე მეგონა, რომ ყველაფერი მორჩა. რამდენიმე წამს თვალებს ვერ ახელდა და მეგონა, რომ გაითიშა. შემდეგ მითხრა, რომ ზურგი სტკიოდა საშინლად და ხელსა და ფეხს ვერ ამოძრავებდა“, - თქვა ბექა ყორშიამ.
ასევე ნახეთ ჟურნალისტ ბექა ყორშიას თქმით, „ოცნების“ ოფისში ოპერატორს ორმა ადამიანმა ხელი ჰკრა და გადმოაგდოფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით) მიმდინარეობს. დანაშაული დამტკიცების შემთხვევაში ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.
ასევე ნახეთ „მთავარი არხის" ოპერატორის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო