„მე შევხედავდი ამას, როგორც თვითდაზიანებას “- კურტ ვოლკერი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებებსა და სხვა საკითხებზე

Your browser doesn’t support HTML5

საქართველომ ზურგი შეაქცია დასავლეთს, ქვეყანა მოსკოვის ორბიტაში ექცევა, პუტინი ისევ და ისევ იმარჯვებს... აქვს თუ არა საფუძველი ქვეყნის ზოგიერთი დასავლელი პარტნიორის მსგავს საგანგაშო განცხადებებს? რა შეუძლია მოიმოქმედოს ვაშინგტონმა და ბრიუსელმა საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებით, მაშინ, როდესაც ავღანეთიდან ქაოტური გასვლა დასავლეთის ერთობისთვის სერიოზულ გამოწვევად იქცა? რადიო თავისუფლების ამ და სხვა შეკითხვებს პასუხობს კურტ ვოლკერი, აშშ-ის ყოფილი საგანგებო წარმომადგენელი უკრაინაში და ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში.