სატელეკომუნიკაციო კომპანია "სილქნეტი" ჰომოფობიური ჯგუფების ტელევიზიას "ალტ-ინფოს" მოთხოვნას, მისი მაუწყებლობა ჩაესვა ყველა პაკეტში, დათანხმდა. იმის გამო, რომ სატელეკომუნიკაციო კომპანია ამ მაუწყებელს მოთხოვნაზე უარს ეუბნებოდა, საკითხი კომუნიკაციების კომისიაში განიხილებოდა.
საქართველოს კანონმდებლობით "სილქნეტი" ვალდებული იყო "ალტ-ინფოს" მოთხოვნა შეესრულებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში საკითხის გადაჭრამდე მუდმივად დააჯარიმებდნენ. "სილქნეტმა" "ალტ-ინფოს" უარი 8 ივნისს უთხრა - წერილში აღნიშნული იყო, რომ მათ იმ ეტაპზე არ ჰქონდათ ტექნიკური შესაძლებლობა.
"გუშინ გავაფორმეთ ხელშეკრულება, კანონის შესაბამისად სავალდებულო გატარების თაობაზე და დაადასტურებს მხარე", - თქვა კომისიის სხდომაზე "სილქნეტის" მთავარმა იურისტმა, კახი ყურაშვილმა.
ასევე ნახეთ "სილქნეტი" "ალტ-ინფოს" მორიგებას სთავაზობსინფორმაცია დაადასტურა "ალტ-ინფოს" წარმომადგენელმაც.
"სილქნეტის" სანქცირების საკითხის განხილვა კომუნიკაციების კომისიაში უკვე მეორედ მიმდინარეობდა, ხელახალი საჩივარი კი რამდნეიმე კვირის წინ შეიტანა.
- "ალტ-ინფო" უხამსობის ტირაჟირებაში შემჩნეული არხია. ამ მიზეზით კომუნიკაციების კომისიამ მის მიმართ სანქცია ორჯერ უკვე გამოიყენა. მათ შორის, ერთ-ერთი შემთხვევა 5 ივლისს მოხდა, იმ დღეს, როცა მოძალადე ჯგუფები ჟურნალისტებზე ძალადობდნენ, "ალტ-ინფოს" ხელმძღვანელები კი ამ მოძალადე ჯგუფების გვერდით იდგნენ, არხის ეთერში "უცენზურო ლექსიკა ისმოდა".
- მეტიც, სახალხო დამცველის აპარატმა აღმოაჩინა, რომ 5 მარტის საღამოს ეთერში განთავსებულ პროგრამაში ბავშვზე ფიზიკური ძალადობის, ზოგადად ძალადობის და ბულინგის გამართლება ხდებოდა. ამ მიზეზით არხი დააჯარიმეს.
"ალტ-ინფომ" "სილქნეტს" ქსელში ჩართვის მოთხოვნით დაახლოებით ორი თვის წინაც უჩივლა, თუმცა საჩივარი 29 ივლისს უკან გაითხოვა. დავა კომისიაში ამ მოტივით შეწყდა.
ასევე ნახეთ "ალტ-ინფომ" "სილქნეტის" წინააღმდეგ საჩივარი გაითხოვა"სილქნეტი" ამ დრომდე ერთადერთი დიდი სატელეკომუნიკაციო კომპანია იყო, რომელიც "მაგთიკომისა" და "ახალი ქსელებისგან" განსხვავებით, ტექნიკური პრობლემის მიზეზით, უარს ეუბნებოდა "ალტ-ინფოს" ჩართვაზე.