Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ალტ-ინფომ" "სილქნეტის" წინააღმდეგ საჩივარი გაითხოვა


"სილქნეტი" ჰომოფობიური ჯგუფების ტელევიზიას "ალტ-ინფოს" საკუთარ ქსელში ისევ არ რთავს. დავა, რომელიც კომუნიკაციების კომისიაში თითქმის 1 თვის წინ დაიწყო, "ალტ-ინფოს" მოთხოვნით შეწყდა.

კონუკურენტებისგან, "ახალი ქსელებისა" და "მაგთიკომისგან" განსხვავებით, "სილქნეტმა" "ალტ-ინფოს" მაუწყებლობის გავრცელებაზე უარი 8 ივნისს უთხრა.

"შემოვიდა კომისიაში ალტ-ინფოს განცხადება, რომლითაც ის აცნობებს კომისიას, რომ შეცვალა გადაწყვეტილება და ითხოვს ის, რომ შეჩერდეს საკითხის განხილვა", - თქვა კომისიი სხდომაზე კომისიის თანამშრომელმა ეკატერინე ჭახრაკიამ.

ინფორმაციის დასაზუსტებლად მოუსმინეს "ალტ-ინფოს" დირექტორს, შოთა მარტინენკოსაც.

"ვითხოვ შეწყდეს ჩვენი საჩივრის განხილვა", - მხოლოდ ეს თქვა არხის დირექტორმა და აღარ განმარტა მიზეზი.

კომუნიკაციების კომისიამ "ალტ-ინფოს" საჩივრის განხილვა 17 ივნისის წერილის საფუძველზე დაიწყო. არხის დირექტორი აღნიშნავდა, რომ "სილქნეტი" მათ უარს ეუბნებოდა მომხმარებლებისთვის შეთავაზებულ პაკეტებში ჩაესვა და მიზეზად ტექნიკურ საკითხებს ასახელებდა.

"სილქნეტის" წარმომადგენელმა კახი ყურაშვილმა კომისიას უთხრა, რომ ტექნიკური სამუშაოების გამო "ალტ-ინფოს" გარდა, კომპანია სხვა სამაუწყებლო არხებსაც ვერ რთავს ამ ეტაპზე. ამ არხის ჩართვის ვალდებულება კომპანიას მაუწყებლობის შესახებ კანონით ჰქონდა.

XS
SM
MD
LG