საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის ნინო გიორგობიანის ცნობით, კიევში ვიზიტით მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შორის არაფორმალური შეხვედრა გაიმართა.
ღარიბაშვილი და მიშელი ყირიმის პლატფორმის სამიტის ფარგლებში შეხვდნენ.
28 ივლისს, პარტიამ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ანულირებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით ოპოზიციის ნაწილთან 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება.
„ყირიმის პლატფორმის“ სამიტზე პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვიდა.
ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი „ყირიმის პლატფორმის“ სამიტზე: რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ორი განუყოფელი რეგიონიკიევში ღარიბაშვილი შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.
ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა