საქართველოში ევროკავშირის ქვეყნების 25 ელჩი ევროკავშირის დროშის შებღალვას საგანგაშო ფაქტს უწოდებენ. ამის შესახებ საუბარია მათ ერთობლივ წერილში, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრს, პრემიერ-მინისტრსა და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებისთვის გაგზავნილ წერილშია საუბარი.
ასევე ნახეთ 5 ივლისს მომხდარ ძალადობაზე საქართველოში ევროკავშირის ქვეყნების 25 ელჩი მთავრობას მიმართავს"საქართველოს პარლამენტის წინ აღმართული ევროპის საბჭოს/ევროკავშირის დროშის შებღალვას საგანგაშოდ მივიჩნევთ. ეს დროშა განასახიერებს იმ ფუნდამენტურ ფასეულობებს, რომლებსაც ევროკავშირი და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები ეფუძნება. დროშაზე ორჯერ თავდასხმა საქართველოს დემოკრატიულ და პროევროპულ მისწრაფებებზე პირდაპირი შეტევაც არის", - აღნიშნავენ ელჩები.
ასევე ნახეთ "ბარბაროსობა იწყება დროშების დაწვით" - გზა რუსული ორბიტისკენ?საქართველოს პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა სიძულვილის ჯგუფებმა რამდენჯერმე შებღალეს. მათ შორის, ბოლოს 6 ივლისს. მანამდე ამ ძალადობრივმა ჯგუფმა იძალადა 50-ზე მეტ ჟურნალისტზე, მათი ნაწილი ახლაც აგრძელებს მკურნალობას და დაზიანებების გამო ვერ მუშაობს. 5 ივლისს დაშავებული "TV პირველი" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა. ჯერ ექსპერტიზას არ დაუდგენია გახდა თუ არა რამდენიმე დღის წინ მიყენებული ფიზიკური დაზიანებები მისი გარდაცვალების მიზეზი.