ნიკა გვარამია ამბობს რომ აქციაზე პროვოკატორები მანქანებს ამტვრევდნენ

"ქართული ოცნების" ოფისთან გამართულ აქციაზე, სადაც პროტესტის მონაწილეებმა მმართველი პარტიის ოფისს კვერცხები და წითელი საღებავები შეასხეს, მთავარი არხის, ნიკა გვარამიას თქმით, იმყოფებოდნენ პროვოკატორები. გვარამიას თქმით, პრვოკატორები შეგნებულად აზიანებდნენ აქციის სიახლოვეს მდგარ მანქანებს იმ მიზნით, რომ მანქანების დაზიანება შემდეგ აქციის მონაწილეების პასუხისმგებლობად ქცეულიყო. აქციის მონაწილეებს აქვთ ფოტო და ვიდეო მტკიცებულება, ასევე ერთ-ერთი პროვოკატორის ქუდი, რომელიც სურთ გადასცენ პოლიციას იმისათვის, რომ გამოავლინოს მათი ვინაობა.

ნივთმტკიცების სახით მოპოვებული სავარაუდო პროვოკატორის ქუდი ნიკა გვარამიამ გადასცა პოლიციელ რამაზ თათარაშვილს.

ქართული ოცნების ოფისთან საპროტესტო აქცია ფაქტობრივად დასრულებულია, ადამიანები ტოვებენ წარწერებს "ქართულმა ოცნებამ მოკლა ლექსო ლაშქარავა". აქციაზე მმართველ პარტიასთან რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი დაძაბულობას, დააკავეს აქციის 12 მონაწილე, ადგილზე მობილიზებული იყო დიდი რაოდენობით სამართალდამცველები.

ქართულ ოცნებასთან აქცია მას შემდეგ გადავიდა, რაც რუსთაველის გამზრიზე აქცია მთავრობის გადადგომის მოთხოვნით დასრულდა.

მთავრობის გადადგომის მოთხოვნა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც გარდაიცვალა 5 ივლისს მოძალადე ჯგუფების მიერ სასტიკად ნაცემი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა. პრემიერ-მინისტრმა დღეს თქვა, რომ გადადგომას არ აპირებს.

აქციის მსვლელობის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართა ბრიფინგი, სადაც ითქვა, რომ ქიმიური ექსპერტიზის თანახმად, გარდაცვლილის სისხლში აღმოჩნდა ნარკოტიკული ნივთიერებები და გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა ზედოზირება იყოს.

ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისის დილას ოჯახის წევრებმა საკუთარ სახლში იპოვეს გარდაცვლილი, 5 ივლისს, სიძულვილის ჯგფების მხრიდან სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა მაშინ, როცა "სირცხვილიას" ოფისთან გადაღებაზე იმყოფებოდა. მასზე ძალადობაში ბრალდებული მხოლოდ 5 პირია დაკავებულია - ერთი გარდაცვალების შემდეგ დააკავეს.

ასევე ნახეთ შსს ლექსო ლაშქარავაზე: შესაძლოა გარდაიცვალა ზედოზირებით, სისხლში აღმოაჩნდა ნარკოტიკული ნივთიერებები

ლექსო ლაშქარავას სიძულვილის ჯგუფების თავდასხმის შემდეგ ჩამსხვრეული ჰქონდა სახის ძვლები, რის გამოც ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო სიკვდილის მიზეზების დამდგენი ექსპერტიზის პასუხის მიღებამდე მიანიშნებდა მის კავშირს ნარკოტიკებთან, ინტერნეტში კი გარდაცვლილის დისკრედიტაციის მიზნით ვრცელდება განსაკუთრებული კატეგორიის პირადი ინფორმაცია მის შესახებ.