ვახო ქარელზე ძალადობაში ბრალდებულის ადვოკატი: პატრიარქის მოწოდებით ჩამოვიდა... თვითონაც დაზიანდა

ფორმულას ფოტოკორესპონდენტ, ვახო ქარელზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული თედო ბურდულის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებას ითხოვს და ამტკიცებს, რომ ის 5 ივლისს ტაძარში სალოცავად იყო მისული პატრიარქის მოწოდების საფუძველზე და არავიზე არ უძალადია, მეტიც, თვითონ არის დაშავებული.

"ხმამაღლა ვაცხადებ, რომ უიარაღო მტერი არის მოსული ჩვენს წინააღმდეგ. ჩვენ აქ ვდგავართ, რა თქმა უნდა, გარკვეული ვალდებულებები აქვთ პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, სამსახურებრივად სასამართლომ დღეს ჩვენი მოქმედებებმა ქართული ანდაზა როა, "ბაბუის ნაჭამმა ტყემალმა, შვილიშვილს მოჰკვეთა კბილებიო", შეიძლება ასე მოხდეს შემდეგში და მე არ მინდა, გარკვეულ ლიბერალურ წრეში მოხვედრილი და საზღვარზე მომდგარი ხალხით ჩვენი ქართველობა გავანადგუროთ, ჩვენი ქართველობა, კაცობა, მეობა, ოჯახი. ნამდვილად არ მინდა.

აქ არის საუბარი ფაბულაში. თითქოსდა ის იყო ორგანიზებული. ოთხივე პიროვნება არის სხვადასხვა ლოკაციაზე დაკავებული. პატრიარქის მოწოდებაზე იყვნენ ჩამოსულები, სალოცავად იყვნენ ჩამოსულები. სავსე იყო ქაშუეთის ტაძარი, ხალხი, ვინც სალოცავად და პატრიარქის მოწოდებით იყო, ისინი იყვნენ აქ. რუსთაველზე, მეტროსთან და სხვაგან მართლა იყო სხვა ჯგუფები. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ეკლესიიდან სხვაგან არსად არ წასულა. მე წამოვიღე "ფორმა ასი", რომლითაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს დაზიანებები აქვს მიყენებული. მე არ ვამბობ, რომ დაზარალებულმა მიაყენა. მაგრამ არის გაუგებრობა. პირიქით"
- თქვა დაზარალებულის ადვოკატმა სასამართლო პროცესზე, სადაც აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობენ.


"ეს არის ალბათ დაშინების მელოდია. ყველამ უნდა აგოს პასუხი, თუ გადაუხვევს კანონიდან, მაგრამ თუ არ გადაუხვევია და ტაძარში იყო თავის მამაოებთან ერთად.." - ამბობს ადვოკატი.

ასევე ნახეთ რატი წვერავაზე ძალადობაში ბრალდებულის ადვოკატი: წვერავა შეიძლება თვითონ აღმოჩნდეს ბრალდებული

საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებული 4 პირის სასამართლო პროცესი. რომეო კეკუტიას გარდა ბრალდებულის სკამზე სხედან რადიო თავისუფლების ჟურნალისტებზე თავდამსხმელი გიორგი კახიანი, ფორმულას ფოტორეპორტიორზე თავდამსხმელი თედო ბურდული და იმედის ოპერატორზე, შოთა კერვალიშვილზე თავდამსხმელი გიორგი ნასყიდაშვილი. ოთხივე პირის დაკავების შესახებ ცნობილი დღეს დილას გახდა. ძალადობის ოთხივე შემთხვევაში არაერთი სხვა პირი მონაწილეობდა, რომლებიც პოლიციას ჯერ ნაპოვნი არ ჰყავს. გამოძიება 5 ივლისს მომხდარი ძალადობის ეპიზოდებს ცალ-ცალკე იძიებს და ორგანიზებულ დანაშაულზე ამ ეტაპზე არ საუბრობს.