იუსტიციის სამინისტრო სექტემბრამდე შეისყიდის იურიდიულ მომსახურებას, რომლის მიზანიც სახელმწიფოსა და ნამახვანჰესის მშენებელ კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულების პირობების შესწავლა იქნება. ნამახვაჰესის მოწინააღმდეგეთა ერთ-ერთი უკმაყოფილების მიზეზი სწორედ ხელშეკრულება და მასში ჩადებული პირობებია, რასაც "რიონის ხეობის მცველები" ანტისახელმწიფოებრივად მიიჩნევენ და მის გაუქმებას მოითხოვენ. სახელმწიფო ბიუჯეტს ინვესტორთან გაფორმებული ხელშეკრულების შესწავლა 70 800 დოლარი დაუჯდება.
"„ნამახვანის“ ჰიდროელექტროსადგურების პროექტის სახელმწიფოებრივი და მაღალი საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამასთან, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ „ნამახვანის“ ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის თაობაზე მოსახლეობის მწვავე საპროტესტო აქციები საგრძნობლად აფერხებს ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის პროცესებს, „ნამახვანის“ პროექტის სხვადასხვა ასპექტის შესწავლასთან ერთად, უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად განისაზღვრა, აგრეთვე, „ნამახვანის“ ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ“ ხელშეკრულების საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან შედარებით-სამართლებრივი ანალიზის განხორციელება მითითებული ხელშეკრულების პირობების შემდგომი გაუმჯობესებისათვის.
ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აქვს მთავრობის მონაწილეობით გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზის განხორციელების კომპეტენცია, ხოლო მოცემული ღონისძიების ფარგლებში უნდა შემოწმდეს „ნამახვანის“ ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ“ ხელშეკრულების საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, შესყიდულ იქნეს ენერგეტიკის სფეროში მდიდარი გამოცდილების მქონე საერთაშორისო იურიდიული კომპანიის იურიდიული მომსახურება", - ვკითხულობთ სატენდერო დოკუმენტაციაში.
იურიდიულ მომსახურებას სამინისტრო დაჩქარებული წესით, პირდაპირი შესყიდვით ყიდულობს და კონტრაქტორს ექნება ვალდებულება, ხელშეკრულება შეისწავლოს 45 დღის განმავლობაში, სექტემბრის დასაწყისამდე.
"მნიშვნელოვანია, რომ იურიდიული მომსახურების შესყიდვა განხორციელდეს ენერგეტიკის სფეროში მაღალკვალიფიციური საერთაშორისო იურიდიული კომპანიისაგან; ხოლო იმ ფონზე, როცა მაღალი რეიტინგის, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონე კონსულტანტები თავს იკავებენ სახელმწიფო ტენდერში მონაწილეობის მიღებისაგან, იზრდება სახელმწიფო ტენდერის ჩაშლის რისკი", - ასე ხსნის იუსტიციის სამინისტრო პირდაპირი შესყიდვის აუცილებლობას. ამ დროისთვის ცნობილი არ არის კომპანია, რომელთანაც სამინისტრო ხელშეკრულებას გააფორმებს.
იურიდიულმა კომპანიამ, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო დაიქირავებს, უნდა შეამოწმოს „ნამახვანის“ ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ“ ხელშეკრულების საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან და ადგილობრივ კანონდებლობასთან შესაბამისობა. ამ მიზნის მისაღწევად კი სამინისტრო აპირებს დაიქირავოს "ენერგეტიკის სფეროში მდიდარი გამოცდილების მქონე საერთაშორისო იურიდიული კომპანია."
ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი: ნამახვანჰესის პროექტი მემკვიდრეობით დამხვდა, პირობები უნდა გადაიხედოსირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის სამინისტროს ხელშეკრულების შესწავლის დავალება მაისის დასაწყისში მისცა. იუსტიციის სამინისტროს ხელშეკრულების პროექტი შესწავლილი აქვს მის გაფორმებამდე და ამ უწყების რეკომენდაციების ნაწილი ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია.
ასევე ნახეთ ცესკომ "ნამახვანჰესზე" რეფერენდუმის ჩატარებაზე ლევან ვასაძეს უარი უთხრახელისუფლების განცხადებები ნამახვაჰესთან დაკავშირებით არაერთგვაროვანია, სხვადასხვა დროს მთავრობის წევრები ამბობდნენ, რომ ჰესი აუცილებლად აშენდება და ასევე იმას, რომ თუკი მოსახლეობის თანხმობა არ იქნება, შეიძლება მსხვილი ინვესტიცია შეჩერდეს და მშენებლობა შეწყდეს.
ასევე ნახეთ ენკა: არ ვაპირებთ "ნამახვანჰესის" პროექტის გაჩერებას"რიონის ხეობის მცველები" ჰესის მშენებლობას ნახევარ წელზე მეტია აქტიურად აპროტესტებენ.
ასევე ნახეთ “ბევრი გამრუდებული ინფორმაციაა” - ინტერვიუ გიორგი აბრამიშვილთან