Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკომ "ნამახვანჰესზე" რეფერენდუმის ჩატარებაზე ლევან ვასაძეს უარი უთხრა


საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ დაარეგისტრირა "ერთობა, რაობა, იმედის" დამფუძნებლის, ლევან ვასაძის განცხადება "ნამახვანჰესის" მშენებლობის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებაზე. განკარგულება 17 ივნისით თარიღდება.

"სარეფერენდუმო საკითხი არ არის მკაფიოდ და
კონკრეტულად ჩამოყალიბებული, როგორც ამას საქართველოს ორგანული კანონი [მოითხოვს]... შესაბამისად, სარეფერენდუმო საკითხის დადებითად გადაწყვეტა გამოიწვევს, მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულების პირობების საფუძველზე, ჰიდრო-ელექტრო სადგურის მშენებლობის აუცილებლობას, რაც გამორიცხავს კონტრაქტის პირობების შეცვლის თუ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების შეწყვეტის შესაძლებლობას. ამდენად, რეფერენდუმი არ შეიძლება მოეწყოს კერძოსამართლებრივი ხასიათის სახელშეკრულებო პირობებით გათვალისწინებულ საკითხებზე", - ვკითხულობთ განკარგულებაში.

ვასაძე ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით 25 მაისს გამოვიდა.

საქართველოში შვიდ თვეზე მეტია მოსახლეობის ნაწილი მოითხოვს „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შეჩერებას. „რიონის ხეობის მცველები“ მიიჩნევენ, რომ "ენკასთან" დადებული კონტრაქტით ხელისუფლება კერძო კომპანიის სასარგებლოდ თმობს ქვეყნის ინტერესებს.

ხელისუფლების მტკიცებით, "ნამახვანჰესი" საქართველოს ენერგოსექტორში ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პროექტია და მისი მიზანშეწონილობა დადასტურებულია არაერთი გამოკვლევით.

XS
SM
MD
LG