საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ამბობს, რომ აუცილებელია შინაგან საქმეთა სამინისტრომ თქვას, რა გააკეთა ლგბტ თემისა და მისი მხარდამჭერი ჯგუფების კონსტიტუციური უფლებების დასაცავად. ლომჯარიამ ამის შესახებ პარლამენტში ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა და ასე გამოეხმაურა დეპუტატ თამარ კორძაიას თხოვნას.
ასევე ნახეთ კორძაია ომბუდსმენს სთხოვს: "მოუწოდეთ შსს-ს "ღირსების მარში" ღირსეულად ჩატარდეს""ბოლო წლებია, ლგბტ თემს და მის მხარდამჭერებს ექმნებათ პრობლემები საკუთარი კონსტიტუციური უფლების რეალიზებაში - გამოხატვის, შეკრების თავისუფლება... ვფიქრობ, შსს-მ უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია, რა გააკეთა იმისთვის, რომ ამდენი წლის განმავლობაში, როცა საფრთხე მუდმივად არსებობს, რომ საფრთხეები იყოს დაზღვეული....
არ შეიძლება, ყოველწლიურად გვესმოდეს, რომ არსებობს საფრთხეები. თუ საფრთხეები არსებობს, უნდა გვესმოდეს, რას აკეთებს სამართალდამცავი ორგანოები მისი მოქალაქეების შეკრების თავისუფლებისთვის", - თქვა სახალხო დამცველმა.
მაშინ, როცა ჰომოფობიურ ჯგუფებს წინასწარ აქვთ გაცხადებული "ღირსების მარშის" ჩაშლის შესახებ ინფორმაცია, სახალხო დამცველის თქმით, პრევენციული ღონისძიებების გატარება შსს-ს შეუძლია.
ასევე ნახეთ „ღირსების მარში 2021“ - დაიცავს პოლიცია ლგბტქ აქტივისტებს მოძალადეებისგან?„პრაიდ კვირეული“ თბილისში 1 ივლისს გაიხსნება - მოეწყობა დოკუმენტური ფილმის ჩვენება და ქვიარ მუსიკალური ფესტივალი. კვირეული 5 ივლისს, ღირსების მარშით დასრულდება - ლგბტქ აქტივისტები და მათი მხარდამჭერები თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან და მსვლელობას მოაწყობენ.