პარტიის "საქართველოსთვის" დამფუძნებელი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ ისევ ერთიანდებიან არავის წინააღმდეგ. ესაა მისი პირველი განცხადება "ფეისბუკზე", რომელიც ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ გაავრცელა.
"მოვლენები იმაზე საინტერესოდ და სწრაფად ვითარდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო... სიმართლეს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს. საბოლოო ჯამში, ამას ყველა გაიგებს... ისევ ჭორაობის გარეშე, ვერთიანდებით საქართველოსთვის, არავის წინააღმდეგ!" - წერს გახარია.
ასევე ნახეთ ივანიშვილი გახარიას გადადგომაზე: ზოგი ჭირი მარგებელია ასევე ნახეთ ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და გიორგი გახარიას გადადგომას ღალატად აფასებსბიძინა ივანიშვილმა გავრცელებულ განცხადებაში ღალატად შეაფასა გახარიას გადადგომა და გამორიცხა, რომ ის არის მმართველი პარტიის სატელიტი. ბიძინა ივანიშვილი გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას ღალატის გარდა ყველაზე მძიმე პოლიტიკურ დანაშაულსაც უწოდებს და აღნიშნავს, რომ ახალი პარტიის მიზანი მმართველი პარტიისთვის ხმების წართმევაა.
ასევე ნახეთ წულუკიანის თქმით, გახარიას გუნდმა "პოლიტიკიდან წასული" ივანიშვილი აიძულა, განცხადება გაევრცელებინაგიორგი გახარიამ პრემიერის თანამდებობა და მმართველი გუნდი 18 თებერვალს დატოვა. მიზეზად მან თქვა, რომ მმართველ გუნდში ვერ შეთანხმდნენ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების საკითხზე. გადადგომიდან თვე-ნახევარში მან ახალი პარტია "საქართველოსთვის" დააფუძნა. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ის "ქართული ოცნების" სატელიტი პარტიაა, მმართველ გუნდში კი ეჭვობენ, რომ გახარიამ "მიხეილ სააკაშვილის თამაში ითამაშა".