ამერიკელი სენატორები ჯინ შაჰინი და რობერტ პორტმანი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე რაიონში ჩავიდნენ. სენატორებს მეგზურობას უწევენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები. ამერიკელმა სენატორებმა საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების გაცნობა სოფელ ზემო ნიქოზიდან დაიწყეს.
ევროკავშირის დამკვირვებლებმა სენატორებს მიაწოდეს ინფორმაცია უსაფრთხოების მხრივ შექმნილ სიტუაციაზე და ყურადღება გაამახვილეს ე.წ. ბორდერიზაციაზე - მავთულხლართებზე, სამეთვალყურეო საგუშაგოებსა და „სასაზღვრო ნიშნებზე“.
დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი და რესპუბლიკელი რობერტ პორტმანი საქართველოს გვიან ღამით ესტუმრნენ. ამერიკელი სენატორები ხელისუფლების, ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდებიან.
ასევე ნახეთ ამერიკელი სენატორები იწყებენ თბილისში შეხვედრებს