გიორგი გახარიამ პოლიტიკური პარტიის დაფუძნების შემდეგ თქვა, რომ მისი გუნდის მთავარი მიზანია, დაასრულონ რადიკალიზმი.
"ჩვენი მთავარი მიზანია დავასრულოთ რადიკალიზმი. ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის არ აქვს მნიშვნელობა, საიდან მოდის ეს რადიკალიზმი. ჩვენ არ ვითანამშრომლებთ არავისთან, სადაც რადიკალურ ტენდენციებს დავინახავთ, სადაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში რადიკალური ადამიანები იქნებიან ჩართული", - განაცხადა გახარიამ.
მან დღესვე ისაუბრა, რომ ქვეყნის მთავარი პრობლემაა სუსტი ინსტიტუტები, კორუფცია, ნეპოტიზმი და სწრაფი ეკონომიკური განვითარების საჭიროება.
ასევე ნახეთ გიორგი გახარია ქვეყნის მთავარ პრობლემებს შორის კორუფციას ასახელებს ასევე ნახეთ გიორგი გახარიას გუნდის წევრების ვინაობა ცნობილია - სია18 თებერვლის შემდეგ საზოგადოების ფართო ნაწილის წინაშე გიორგი გახარია პირველად დღეს, 29 მაისს საკუთარი პარტიის პრეზენტაციაზე წარდგა. მან თანამდებობა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებაზე გუნდში უთანხმოების გამო დატოვა.