საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ახლა უკვე ახალი პოლიტიკური პარტიის ლიდერი, გიორგი გახარია ქვეყნის მთავარ გამოწვევებს შორის კორუფციას ასახელებს. ამის შესახებ მან პარტიის წარდგენის დროს და შემდეგ უკვე ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.
"ქვეყნის მთავარი პრობლემა არის: სუსტი ინსტიტუტები, კორუფცია, ნეპოტიზმი და სწრაფი ეკონომიკური განვითარების საჭიროება", - თქვა გიორგი გახარიამ.
გიორგი გახარია იყო ის პირი, რომელმაც გადადგომამდე რამდენიმე თვით ადრე პარლამენტში კორონავირუსის პანდემიაზე საუბრის დროს კორუფცია გამრიცხა.
18 თებერვლის შემდეგ საზოგადოების ფართო ნაწილის წინაშე გიორგი გახარია პირველად დღეს, 29 მაისს საკუთარი პარტიის პრეზენტაციაზე წარდგა. მან თანამდებობა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებაზე გუნდში უთანხმოების გამო დატოვა.