პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე დეპუტატი ირაკლი 20-21 ივნისის მოვლენების ამნისტიის კანონპროექტებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას გადასაწყვეტია, კანონის მიღების შემდეგ დატოვებს თუ არა საპატიმროს და შევა თუ არა პარლამენტში.
„გვესმის მუდმივად საუბარი იმაზე, რომ მელიას ხან გირაო არ სურს, ხან ამნისტია არ სურს. ნებისმიერ დროს შეუძლია გამოვიდეს ციხიდან, მაგრამ ვერ გამოეტია ციხის კარებიდან. რაც შეეხება გირაოს და ამნისტიას და განსაკუთრებით ამნისტიას - ორივესთან დაკავშირებით ეს არის მელიას გადასაწყვეტი. მელიას შეუძლია მიიღოს ამნისტიის კანონი და შეუძლია არ მიიღოს ამნისტიის კანონი. ეს შესაძლებლობაც არის ასახული ამნისტიის შესახებ კანონში... ჩვენ მოძალადე მელიას მაინც შევიწყალებთ, ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, შეუძლია შემოვიდეს, შეუძლია არ შემოვიდეს პარლამენტში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ მედიასთან კომენტარში.
მისი შეფასებით, „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მიერ ამნისტიის შესახებ მომზადებულ კანონპროექტებში პრინციპული განსხვავება არ არის და, შესაბამისად, შესაძლებელი იყო ერთ კანონპროექტზე შეჯერებაც:
„ერთიც და მეორეც ითვალისწინებს რეალურად ყველა იმ საქმის ამნისტირებას, რომელიც დაკავშირებულია 20 ივნისის პოლიტიკურ მოვლენებთან. და ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩვენს კანონროექტშიც და მათ კანონპროექტშიც უზრუნველყოფლია ის, რომ ამნისტია არ შეეხება პირებს, რომლებმაც განზრახ სხეულის მძიმე დაზიანების დანაშაული ჩაიდინეს. ეს არის ძალიან მარტივი. შესაბამისად, პრინციპული არანაირი სხვაობა არ არის ორ კანონპროექტს შორის. თუ არის მიზანი, რომ მაინცდამაინც ორი იყოს კანონპროექტი, ეს მათი არჩევანია, თუმცა რეალურად შეიძლებოდა თავისუფლად ერთი კანონპროექტის ინიცირება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, თუ ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს ამნისტიის შესახებ იმ კანონპროექტს, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროკავშირის მედიატორობით მომზადებულ და ხელმოწერილ დოკუმენტთან, ეს ოპოზიციის მხრიდან შეთანხმების წინააღმდეგ წასვლა იქნება.
ასევე ნახეთ 20 ივნისის ამნისტიის დილემა - 2 პროექტი "ოცნების" უპირატესობით19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტიის კანონპროექტის პრინციპებზე ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულების შემდეგ პარლამენტს განსახილველად 2 კანონპროექტი წარედგინება.
„ქართულმა ოცნებამ“ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი გუშინ, 27 აპრილს დაარეგისტრირა. კანონპროექტის საკუთარ ვერსიას დღეს, 28 აპრილს დაარეგისტრირებს ოპოზიციაც.
ოპოზიციის მოთხოვნით, ამნისტირებული უნდა იქნას ის მუხლები, რა მუხლებითაც მიმდინარეობს სამართალწარმოება, ერთი მხრივ, 19-21 ივნისის საპროტესტო აქციების მონაწილე პირთა მიმართ და, მეორე მხრივ, იმ პოლიციელთა მიმართაც, რომლებიც იმ დროს საპოლიციო ღონისძიებებს ახორციელებდნენ. თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ ამნისტირება არ უნდა შეეხოს მხოლოდ იმ მუხლებს, რომლებიც მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს ეხება და ყველა სამართალდარღვევაზე უნდა გავრცელდეს.
19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ამნისტიის კანონპროექტის შექმნას ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ მომზადებული დოკუმენტი ითვალისწინებს.
ასევე ნახეთ ევროპარლამენტში მიესალმნენ საქართველოს პარლამენტში ოპოზიციის შესვლას და რურუას გათავისუფლებასამნისტია პარტიებს შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით მიღწეული შეთანხმების ნაწილია - ეს არის ერთ-ერთი გზა, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ციხე უნდა დატოვოს.
„20 ივნისის საქმეზე" ბრალდებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია ამნისტიის აქტის გავრცელება პოლიციელებზე. თუკი პარლამენტი ამ შინაარსის ამნისტიას მიიღებს, მელიას ფაქტობრივად გადაწყვეტილი აქვს, რომ არ შევა პარლამენტში. მანამდე მან "შარლ მიშელის დოკუმენტზე" ხელმომწერ ოპოზიციას და "ქართულ ოცნებას" მიმართა, გაითხოვონ ამნისტიის საკითხი, რის სანაცვლოდაც მზადაა დათანხმდეს ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს და ციხის ამ პირობით დატოვებას.
ასევე ნახეთ ნიკა მელია: 99.9% მე პარლამენტში ვერ და არ შევალამნისტიის საკითხზე არსებული განსხვავებული მიდგომების მიუხედავად, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ 20 ივნისის მოვლენების მონაწილეთა ამნისტია არ გაითვალისწინებს დანაშაულებს, რომლებიც საერთაშორისო კონვენციებითაა განსაზღვრული.