დრულევი 20 წლისაა და გორში ცხოვრობს. მისი ბიძაშვილი, მაკა დრულევი, ამბობს, რომ ერიკს ოკუპირებულ სოფელ არცევში დედის ნათესავები ჰყავს და მათთან კონტაქტი სულ ჰქონდა. ბოლოს ბიძაშვილი მან 3 დღის წინ ნახა.
ასევე ნახეთ როკის გვირაბთან დაკავებული ერიკ დრულევი 20 წლისაა და გორში ცხოვრობსრადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, დრულევის არცეველი და ვლადიკავკაზელი ნათესავები ცდილობენ, ის რაც შეიძლება მოკლე დროში გათავისუფლდეს. მათ უკვე აქვთ ინფორმაცია, რომ ცხინვალში სასამართლო ჩატარდა და დე ფაქტო მთავრობა ერიკ დრულევს ცენტრალურ ხელისუფლებას მალე გადმოსცემს.
საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები მნიშვნელოვნად აზიანებს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზს გასწვრივ არსებულ უსაფრთხოების გარემოს.სუსი
როგორც სუსი აცხადებს, უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით მყისიერად გააქტიურდა „ცხელი ხაზი" და ინფორმაცია მიაწოდეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. განცხადების თანახმად, მომხდარის შესახებ აცნობეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.
სუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია ასევე, რომ „საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები მნიშვნელოვნად აზიანებს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზს გასწვრივ არსებულ უსაფრთხოების გარემოს“. ის მიიჩნევს, რომ უკანონო დაკავებები მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობის დაშინებას და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე დაძაბულობისა და საპროტესტო მუხტის გაღვივებას. როგორც სუსი აღნიშნავს, უკანონო დაკავებებსა და მის თანმდევ მძიმე შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ერთადერთ ძალას.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიაანთკარის მცხოვრებ რამაზ ბეღელურს ოკუპირებული ცხინვალის სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. დე ფაქტო ხელისუფლება ბეღელურს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავება. ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. დაკავებულის დედა, ნორა ტერაშვილი, ამბობს, რომ მის შვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ცხინვალის ციხეში მედიკამენტების მიწოდება ესაჭიროება. იგი საქართველოს ხელისუფლებას რამაზის სწრაფად გათავისუფლებას სთხოვს.
გუგუტიაანთკარელები აცხადებენ, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები სოფლის ტერიტორიაზე ჩასაფრებებს აწყობენ და ადამიანებს ასე იტაცებენ. ადგილობრივი მცხოვრები ალიოშა ბერელაშვილი აცხადებს, რომ ისიც სახლთან ახლოს დააკავეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი თქმით, სოფლის მცხოვრებლები შიშით საოკუპაციო ხაზთან არსებულ ნაკვეთებში ვეღარ გადიან.
ასევე ნახეთ დაკავებული რამაზ ბეღელური ცხინვალშია გადაყვანილიბეღელური 2 თებერვლის საღამოს გავიდა სახლიდან და ღამით შინ აღარ დაბრუნებულა. ნათესავებმა მისი ძებნა 3 თებერვალს დაიწყეს და ამბავი პოლიციას შეატყობინეს. მაშინვე ამოქმედდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზი" და მოგვიანებით გაირკვა, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა იგი ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს. რამაზ ბეღელურისთვის დაკავების ეს მეორე შემთხვევაა.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიაანთკარს ორი მხრიდან ოკუპირებული სოფლები დისევი და ხელჩუა ესაზღვრება. ოკუპირებულ დისევში საოკუპაციო ძალებს სამხედრო ბაზაც აქვთ განთავსებული. ბოლო ორი წლის განმავლობაში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გუგუტიაანთკარში ჩნდებოდნენ და საოკუპაციო ღობეს აშენებდნენ. 2019 წლის 7 აგვისტოდან მათ სოფელში ახალი ღობეების მონტაჟი დაიწყეს. ღობეებს მიღმა მოექცა ადგილობრივი მცხოვრებლების (გუგუტიშვილების, რაზმაძეების) სახლები და მიწის ნაკვეთები. 2020 წელსაც მათ ორჯერ განაახლეს სოფლის ტერიტორიაზე „ბორდერიზაციის“ პროცესი. ე.წ. სასაზღვრო ღობეებთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები მუდმივად პატრულირებენ და ქართული სოფლის მოსახლეობის საქმიანობას აკვირდებიან.
ასევე ნახეთ საპროტესტო აქციები და გახელაძის ოჯახის მოლოდინი5 თებერვალს რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო სასამართლომ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრებ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ამჟამად ცხინვალის ციხეში საქართველოს 5 მოქალაქე რჩება.