საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, რესტორნებში რომ კორონავირუსის მაღალი რისკი არსებობს, ეს გლობალურადაა დამტკიცებული.
„რესტორანში ადამიანი ვერ იყენებს ნიღაბს, რაც არის დაცვის მთავარი საშუალება“, - განაცხადა გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, რესტორანი შეკრების და, შესაბამისად, მაღალი რისკის ადგილია: „გარდა შეკრებისა, იქ კიდევ სხვა რისკია, როდესაც ჩვენ ცოტა მივირთმევთ ხოლმე ალკოჰოლს და მერე შესაძლებელია ბევრი ახლო კონტაქტი“.
სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები ამ სფეროს სრული კოლაფსის თავიდან ასაცილებლად გახსნას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ წესების სრული დაცვით იმუშავებენ. აკრძალვის მიუხედავად, 6 თებერვალს 200-მდე რესტორანი მუშაობის დაწყებას აპირებს.
ასევე ნახეთ ნათია თურნავა ამბობს, რომ რესტორნების გახსნას "მკაცრი რეაქცია მოჰყვება"28 ნოემბრის შემდეგ, რესტორნები და კაფეები მხოლოდ „გატანის წესით“ მუშაობენ. ადგილზე სტუმრის გამასპინძლებისთვის ჯარიმა 10 000 ლარია. 1 თებერვლიდან სტუმრების ღია სივრცეში მიღების უფლება მისცეს ბათუმის რესტორნებსა და კაფეებს.