ივერი მელაშვილს ტექნიკის მაღაზიაში შეურაცხყოფა მიაყენეს

"კარტოგრაფების საქმეზე" ბრალდებულ ივერი მელაშვილს ერთ-ერთ ტექნიკის მაღაზიაში შეურაცხყოფა მიაყენეს. ვიდეომასალა "ფორმულას" თანამშრომელმა სოციალური ქსელით გაავრცელა.

ვიდეოს ავტორი, სოფო სამუშია ამბობს, რომ ის ინციდენტის მხოლოდ ფრაგმენტს შეესწრო და მისი ყურადღება "ალტას" მაღაზიაში ხმაურმა მიიქცია. მისი თქმით, დაცვის სამსახურის თანამშრომლები მხოლოდ კონფლიქტის დასრულების შემდეგ გამოჩნდნენ.

Your browser doesn’t support HTML5

ივერი მელაშვილს ტექნიკის მაღაზიაში შეურაცხყოფა მიაყენეს

"მე ვფიქრობ, რომ პროვოკაციაა... მე ვფიქრობ, რომ ვიღაც-ვიღაცებმა ამოჭრილი ლაპარაკი აჩვენეს, იმის შედეგი შეიძლება იყოს. რაიმე ისეთი არ მომხდარა, რაღაც მაკადრა და ხმამაღლა მელაპარაკა. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი მათგანი, ვინც პროვოკაციებს აწყობს ხოლმე", - აღნიშნა მელაშვილმა "TV პირველთან" საუბრისას.

ასევე ნახეთ ეპისკოპოსი იაკობი "კარტოგრაფების საქმეზე" საუბრისას: ის ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ, გასარიყები არიან

რადიო თავისუფლება ამ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და მისგან პასუხს ელოდება.