Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეპისკოპოსი იაკობი "კარტოგრაფების საქმეზე" საუბრისას: ის ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ, გასარიყები არიან


საპატრიარქოს განცხადების შემდეგ ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი "კარტოგრაფების საქმეზე" ბრალდებულ ივერი მელაშვილს გათავისუფლების შემდეგ გაკეთებული კომენტარის გამო აკრიტიკებს. ეპისკოპოსი ბრალდებულების კომპეტენციას ეჭქვეშ აყენებს.

"ისეთი კაცი გვყავდა კომისიაში, რა ბრძანა, რომ რაზე დავობთო, ის ხო იმათიაო. აბა წარმოიდგინეთ, აზერბაიჯანში რომ კომისიის წევრს მაგი გაეკეთებინა, სად იქნებოდა დღეს, მისი ოჯახიც... ტრაგედია ის კი არ არის, მაგი, რომ მასე აძლევს?..

"მანამდე გმირად მიიჩნევდი რის გამო, ციხეში რომ არის დაჭერილი, ციხეში ვის არ იჭერენ?.. საერთოდ, საოცარი კომისიაა, მეორე წევრია ქალბატონი და სახელმწიფო ენა არ ისწავლა, მარტო რუსული ენით გველაპარაკებოდა. აბა, შეიძლება?!. ასეთ საქმეებს ვის ანდობთ? - ერთი, რომელიც წინასწარ განზრახულად იძახის, რომ ეს მიწა სხვისია. ვინა ხარ, ვინ გეკითხება? წადი, რა, დაეტიე სადაც ხარ...

ის ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ [არ აკონკრეტებს, ვის გულისხმობს], გასარიყები არიან გამარჯობაც არ უნდა უთხრა იმიტომ, რომ ერთიანი საქართველოს იდეას სპობენ. მასეთების ადგილი, ვინც არ შეინანებს, არ არის ჩვენთან. წავიდნენ თავის პატრონებთან, აიტანს საქართველო და ვინც მართლა გაჭირვებისთვის არიან წასულები [საზღვარგარეთ] უნდა დავაბრუნოთ", - თქვა ეპისკოპოსმა იაკობმა.

ივერი მელაშვილი: გამოძიება ეძებს “ნატვრის თვალს”
please wait

No media source currently available

0:00 0:10:37 0:00

მისი თქმით, თუ სახელმწიფოს არ შეუძლია საზღვრის საკითხების მოგვარება, ეკლესიას შეუძლია "ცივილიზებულად გაარკვიოს ისე, რომ ორივე მხარე კმაყოფილი დარჩეს":

"შენ ვისას აძლევ. მართლა, ეკლესიაში რომ ვართ, ის ხო არ გგონიათ? კაცობაც ვიცით და ყველაფერიც. თუ სადმე ომი ყოფილა, ყველგან ვყოფილვართ. ჭკვიანად იყვნენ, კი არ ვემუქრებით. მოდიან ხელისუფლებაში, მხოლოდ ფულს შოულობენ..."

„კარტოგრაფების საქმეზე“ დაკავებული ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი 28 იანვარს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის საქმეზე სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. არცერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს.

XS
SM
MD
LG