NDI: პირველი პრიორიტეტული საკითხი უმუშევრობაა, უკანასკნელი - სამართლიანი არჩევნები და სხვა

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულებისთვის პირველ პრიორიტეტულ საკითხად სამუშაო ადგილები სახელდება, ბოლო ადგილზე „სხვა“ საკითხებთან ერთად - „სამართლიანი არჩევნები“.

ეროვნული დონის საკითხებიდან პირველ ხუთეულში, სამუშაო ადგილებს მიიჩნევს მთავარ საკითხად გამოკითხულთა 45%, მას სიღარიბე მოსდევს 37%-ით, ფასების ზრდა და ინფლაცია 31%-ს მიაჩნია მთავარ საკითხად, 22%-ს ტერიტორიული მთლიანობა, ხოლო 16%-ს კორონავირუსი.

ასევე ნახეთ NDI-ის კვლევაში ცესკოს მუშაობას "კარგად" გამოკითხულთა მხოლოდ 24% აფასებს

სამართლიანი არჩევნები მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად 2%-ს მიაჩნია.

ასევე 2%-ისთვის არის პრიორიტეტული საკითხი „სამართლიანობის აღდგენა“, „სასამართლო სისტემა“ „სიტყვის თავისუფლება“ და „კორუფცია“.

ასევე ნახეთ NDI-ს კვლევით, საქართველოში გაზრდილია ევროკავშირის და ნატოს წევრობის მომხრეთა რაოდენობა

NDI-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევისთვის გამოკითხვა ჩატარდა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში. „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“(CRRC) საქართველოს მასშტაბით ტელეფონით გამოკითხა 2 053 სრულწლოვანი მოქალაქე. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარია +/- 1.1%.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით.